ალუბლის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები

ალუბლის სახეობის წარმოშობის ძირითადი ცენტრი მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში, სადაც თავმოყრილია Prunus-ის გვარში არსებული სახეობების დიდი უმეტესობა.

ჩვეულებრივი ალუბალი (Prunus cerasus L., 2n =32), მრავალი მკვლევარის აზრით, წარმოიშვა ბლის (Prunus avium L) და სტეპის ალუბლის (Prunus fruticosa L.) სპონტანური შეჯვარებით. ასეთ ადგილებად განიხილება სამხრეთ კავკასია, მცირე აზია და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები.

ალუბალს უწოდებენ აღმოსავლეთ ევროპის ხილს, რადგან მსოფლიოს ამ ნაწილშია თავმოყრილი ალუბლის ჯიშების ძირითადი მწარმოებელი ქვეყნები.

საქართველიში ალუბალი თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება როგორც ცალკეული ხეების, ასევე მცირე კორომების სახით. საქართველოს ალუბლის ასორტიმენტი ძირითადად წარმოდგენილია ადგილობრივი და რუსული სელექციის ჯიშებით.

წყარო: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

ალუბალი, ჯიშები

თქვენი რეკლამა