ფუჭფუჭა აღმოსავლური

ფუჭფუჭა, დეკორატიული, მებაღეობა

ფუჭფუჭა (Colutea) – ოჯახი Leguminosae – პარკოსნები

გვარში გაერთიანებულია 20-მდე სახეობა, რომლებიც ძნელად განასხვავდება ერთმანეთისაგან. ისინი გავრცელებულია ევრაზიის ზომიერი კლიმატის რეგიონებში (ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა, კავკასია, მცირე და შუა აზია).

ორიგინალური და ლამაზი ბუჩქებია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი ნაყოფები – ისინი ფორმით თევზის ბუშტის მსგავსია.

ფუჭფუჭა აღმოსავლური (Colutea orientalis)

1-2 მ-მდე  სიმაღლის ფოთოლმცვენი ბუჩქია, შებუსვილი ყლორტებით.

ფუჭფუჭა, დეკორატიული, მებაღეობა

ფოთლები რთულია – კენტფრთისებრნი, 3- 5 წყვილი ფოთოლაკისაგან შემდგარი. ფოთოლაკები უკუკვერცხისებრია, თავმოკვეთილი ან გადაკვეთილი, ბეწვით მოფენილი. ყვავილედი მტევანია, 1-5 ყვავილიანი. გვირგვინი დიდია, მონარინჯისფრო-წითელი, მუქი პარალელური ძარღვებით დაქსელილი. ყვავილობს მაის- ივლისში.

ნაყოფი  პარკია, შიშველი, 3-4 სმ სიგრძის, მოწითალო-მოიისფრო, წვერში  გახსნილი. გვხვდება თბილისის მიდამოებში. იზრდება კლდოვან და ქვიან ადგილებში, ბუჩქნარებში. მაღალდეკორატიული ბუჩქია როგორც ყვავილობის, ისე ნაყოფობის დროს.

სინათლის მოყვარული და გვალვაგამძლე მცენარეა. უპირატესობას ანიჭებს მზიან ადგილს  და მწირ ქვიშნარ ნიადაგს, მაგრამ კარგად  ვითარდება მძიმე თიხნარებზეც. კარგად ისხვლება.

ფუჭფუჭა, დეკორატიული, მებაღეობა

ბუნებრივად გავრცელებულია კავკასიასა და ყირიმში.

დეკორატიულ  მებაღეობაში მისი გამოყენება შეიძლება  მშრალი, ხრიოკი ფერდობების   გასამწვანებლად. ორიგინალური ბუჩქია როგორც  ჯგუფურ, ისე ცალკეულ ნარგაობაში.

ბაღის დიზაინერი

შექმნაზე მუშაობდნენ: ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი; ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი; მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი.

კრედო ბანკი