სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ცენტრის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციას სინძიანში ჩანძის პრეფექტურის ვიცეთავმჯდომარე, ლი ვუ ხელმძღვანელობდა.
ჩინურმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამუშაოების, მიმდინარე კვლევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. დელეგაციის წევრებმა ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი და წილკნის ერთწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზები და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიები დაათვალიერეს.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განსაზღვრეს – სოფლის მეურნეობის სფეროში სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოში ერთობლივი სასოფლო-სამეურნეო პროექტების განხორციელება.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის დელეგაციის წევრები საქართველოში გამოფენის „საქართველო ჩინეთის სინძიანის პროდუქციის რიგით მე-9 გამოფენა“ ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც 6-8 დეკემბერს, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-4 და მე-5 პავილიონებში ტარდება.