
ნიადაგის განოყიერება
ორგანულ-მინერალური სასუქი ბიომიქსი – 10-14 ტომარა ერთ ჰექტარზე.
I წამლობა
კვირტის ჭიისა (ბუკნა) და ტკიპების წინააღმდეგ
ფენოფაზა – კვირტების დაბერვიდან და გაშლამდე. მარტის ბოლო – აპრილის I დეკადა.
ლეპიდინი (5-7 ლიტრი) + ტურინგენი (5-7 ლიტრი).
II წამლობა
ჭრაქის წინააღმდეგ.
ფენოფაზა – პირველი ორი ფოთოლი ნორმალური სიდიდის 2/3-ია. მაისის I დეკადა.
სპილენძის შემცველი პრეპარატი (1%).
III წამლობა – II წამლობიდან 7-10 დღეში.
ჭრაქის, ნაცრის, ტკიპების და ყურძნის ჭიის I თაობის მატლების წინააღმდეგ.
ფენოფაზა – ყვავილედებზე კოკრების განცალკევება – ბუტონიზაცია. მაისის II- III დეკადა.
ლეპიდინი (6 ლიტრი) + კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცვლელი პრეპარატი (1%) + გოგირდის შემცველი პრეპარატი (0,5%).
IV წამლობა – III წამლობიდან 7-10 დღეში.
ჭრაქის, ნაცრის, და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ.
ფენოფაზა – ყვავილობა. მაისის ბოლო, ივნისის I დეკადა.
აგროკატენა (8 -10 ლიტრი) + ლეპიდინი (5 ლიტრი).
V წამლობა – IV წამლობიდან 7-10 დღეში.
ჭრაქის, ნაცრისა და ყურძნის ჭიის II თაობის მატლების წინააღმდეგ.
ფენოფაზა – გამოხორბვლა. ივნისის II-III დეკადა.
ორგანიკა (3 ლიტრი ) + ლეპიდინი (5 ლიტრი) + კონტაქტური მოქმედების სპილენძის შემცველი პრეპარატი (1%) + გოგირდის შემცველი პრეპარატი (0.4-0.5%).
VI წამლობა – V წამლობიდან 7-10 დღეში.
ჭრაქის,ნაცრის და ცრუფარიანების მოხეტიალე მატლების წინააღმდეგ
ფენოფაზა – ისვრიმობა. ივლისის I-II დეკადა .
აგროკატენა 18 ლიტრი + ლეპიდინი 6 ლიტრი + გოგირდის შემცველი პრეპარატი 0.5%.
VII წამლობა – VI წამლობიდან 7-10 დღეში.
ჭრაქის, ნაცრის, და ყურძნის ჭიის III თაობის მატლების წინააღმდეგ
ფენოფაზა – მარცვლების დამსხვილება. ივლისის II-III დეკადა.
ლეპიდინი (5 ლიტრი) + სპილენძის შემცვლელი პრეპარატი (1%) + გოგირდის შემცველი პრეპარატი (0.4-0.5%).
VIII წამლობა – VII წამლობიდან 7-10 დღეში.
ჭრაქის, ნაცრის, და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ.
ფენოფაზა – შეთვალების დასაწყისი. ივლისის ბოლო აგვისტოს I დეკადა.
აგროკატენა (6 ლიტრი) + ბიოკატენა (10 ლიტრი) +ლეპიდინი (5 ლიტრი).
IX წამლობა – VII წამლობიდან 7-10 დღეში.
ნაცრის, სიდამპლეების და ყურძნის ჭიის მატლების წინააღმდეგ.
ფენოფაზა – სიმწიფეში შესვლა. აგვისტოს II დეკადა.
აგროკატენა (6 ლიტრი) + ბიოკატენა (6 ლიტრი) + ლეპიდინი (4 ლიტრი).
დამატებითი ინფორმაცია
• წამლობებს შორის პერიოდი მოცემულია ვაზის განვითარების ფენოფაზების მიხედვით, თუმცა, რეგიონისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მათ შორის ინტერვალი შიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს;
• წამლობა უნდა ჩატარდეს დილით ნამის შეშრობის მერე ან დღის მეორე ნახევარში მზის გადასვლის შემდეგ;
• მცენარეზე პრეპარატების კარგად გადანაწილებისა და შენარჩუნებისათვის, სასურველია ბიო მიმწებებელის გამოყენება;
• მნიშვნელოვანია მომავალი წლისთვის მომზადება და ნოემბრის თვეში ფართობის დამუშავება ბიოპრეპარატით ბიოკატენა. საჰექტრო ნორმა 5-7 ლიტრი;
• სქემაში სპილენძის და გოგირდის შემცველებად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი დასახელების პრეპარატი;
გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებები: თხევადი ორგანული სასუქი ორგანიკა, ბიოკატენა, აგროკატენა, ლეპიდინი, ბიომიქსი.
გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებების შესახებ და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: http://bioagro.ge
*ტრადიციული მევენახეობიდან ორგანულზე გადასვლას სჭირდება სპეციალური სქემა, ამ საკითხზე კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრს „ბიოაგრო“.
*რედაქციას არ აქვს კავშირი აღნიშნულ სქემასთან პრეაპარატების შესახებ და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ ზემოთ მოცემული ბმულით.