ფერმერების მიერ წარმოებული რძე მიეწოდება გადამამუშავებელ საწარმოს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ მოთხოვნებს სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით, ხოლო მისგან მიღებული რძის პროდუქტები უნდა უზრუნველყოფდეს მის უვნებლობასა და კეთილხარისხოვნებას.
შესაბამისი სანიტარულ–ვეტერინარული წესების დაცვით, რძე უნდა იყოს მიღებული ჯანმრთელი ფურებიდან. ავადმყოფი ან ავადმყოფობაზე საეჭვო ცხოველებისგან (მასტიტი, ბრუცელოზი, თურქული და ა.შ.) მოწველილი რძე შეიძლება მიიღოს საწარმომ მხოლოდ შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურის ნებართვის შემდეგ.
ასეთი რძე საწარმოში მიიტანება ცალკე ჭურჭლით, შესაბამისი ეტიკეტით და გადამუშავდება ცალკე, შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით.
დაკლიკეთ ფოტოზე (დოკუმენტზე) და წაიკითხეთ