თესლის მომზადება: დასათესად გამოიყენება მსხვილი კბილები, რომლებიც უნდა დამუშავდეს სასუქის (ორგანიკა) 2%-იანი + ბიოკატენა 2%-იანი სამუშაო კომბინირებული ნაზავით (ჩალბობა 12 საათის ექსპოზიციით). დამუშავების შემდეგ თესლი უნდა შეშრეს ჩრდილში.
ნიადაგის მომზადება: ნაყოფიერების ამაღლების მიზნით ყოველ ერთ ჰექტარ ფართობზე უნდა შევიტანოთ შევიტანოთ 6-10 ტომარა ორგანულ-მინერალური სასუქი ბიომიქსი.
ნიადაგში მცხოვრები მავნებლების (მახრა, მავთულა, ცრუ მავთულა ჭიები და სხვ.) წინააღმდეგ ლეპიდინი+ბოვერინის 2%-იან ნაზავზე დამზადებული სატყუარა მასალა უნდა ჩალაგდეს მწკრივებში საშუალოდ 5 სმ. სიღმეზე.
I წამლობა: როდესაც აღმონაცენი მიაღწევს 10-15 სმ. სიმაღლეს, დაავადებების (ჭრაქი, ჟანგა, გუდაფშუტა, ფესვისვ ყელის სიდამპლე) ბიოკატენა + ფიტოკატენა 2%-იანი კომბინირებული ნაზავით.
II წამლობა: I წამლობიდან 7-10 დღის შემდეგ, დაავადებების (ჭრაქი, ჟანგა, გუდაფშუტა, თეთრი სიდამპლე) და მავნებლების (ხახვის ბუზი, ოთხფეხა ტკიპა) წინააღმდეგ. ლეპიდინი 5 ლიტრი + ბორდოს ნარევი (2 კგ) + 200-250 ლიტრ წყალი.
III წამლობა: II წამლობიდან 7-10 დღის შემდეგ, იგივე კომბინირებული ნაზავით.
IV წამლობა: III წამლობიდან 10-14 დღის შემდეგ. ფიტოკატენა +ბიოკატენა + ლეპიდინი (თითოეული პრეპარატის ხარჯვის ნორმა 3 ლიტრი ჰექტარზე) + ორგანიკა (ხარჯვის ნორმა 5 ლიტრი ჰექტარზე).
გამოყენებული ბიოლოგიური საშუალებების შესახებ და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: http://bioagro.ge
*ტრადიციული მეურნეობიდან ორგანულზე გადასვლას სჭირდება სპეციალური სქემა, ამ საკითხზე კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრს „ბიოაგრო“.