კულტურა – პომიდორი; კიტრი; წიწაკა; მწვანე ხახვი.
დაავადების გამომწვევი: სოკო კლადოსპორიუმი – პომიდორში; სოკო სკოლეოტოსიხუმი – კიტრში.
გამოვლინება – სოკო იწვევს ფოთლების დაავადებას, შედარებით იშვიათად ყლორტებზეც გადადის. ნაყოფების დაავადება ძალიან იშვიათია.
განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები – ხელს უწყობს მაღალი ტენიანობა. ტემპერატურული რეჟიმი 22 – 25°C.
პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები
პომიდორში – დასაწყისშივე ჯანსაღი ჩითილები უნდა გადავრგათ. დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, გამოვიტანოთ მცენარის ნარჩენები და ჩავატაროთ წამლობები. წამლობისთვის გამოვიყენოთ ფიტოკატენას 1%-იანი სამუშაო ნაზავი.
კიტრში, წიწაკაში – საჭიროა თესლბრუნვის წარმოება; ნაყოფის გამონასკვის პერიოდში უნდა ჩაუტარდეს წამლობა ფიტოკატენას 1%-იანი სამუშაო ნაზავით.
მწვანე ხახვში – საჭიროა წამლობა ჩაუტარდეს ფიტოკატენას 1%-იანი სამუშაო ნაზავით, 3-ჯერ, 8-10 დღიანი ინტერვალით.
დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრს „ბიოაგრო“.
საიტი: http://bioagro.ge/