ხალხური მეთოდებით ფილტვების გაწმენდა მწეველებისთვის

ხალხური, მკურნალობა

ვეწევით თუ თავს ვანებებთ მოწევას, ჩვენი ფილტვები ორივე შემთხვევაში საჭიროებს გაწმენდას, არსებობს ხალხური მეთოდები, რომლებიც ეფუძნება გარკვეულ გამოცდილებას, მცენარეულია და ეხმარება ჩვენს ფილტვებს.

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

  • ერთ სუფრის კოვზ ევკალიპტის ფოთლებს 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი დაასხით, გააჩერეთ 60-90 წუთი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და გლიცერინი (იკითხეთ აფთიაქში). მიიღეთ ზედიზედ 30 დღის განმავლობაში, დოზით 50 გრ. 4-ჯერ დღეში;
  • 6 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 0.25 ლიტრი ადუღებული წყალი, დატოვეთ ღამის განმავლობაში. მიიღეთ 60-70გრ. 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე;
  • მოამზადეთ ნივრის ნაყენი: აიღეთ ერთი თავი ნიორი, გავფცქვენით და დააქუცმაცეთ, დაასხით 0.25 ლიტრი ადუღებული წყალი, გააგრილდეს და მიიღეთ ჭამამდე დღეში 3-ჯერ 50გრ. ეს ნაყენი ეფექტურად ასუფთავებს ორგანიზმს;
  • ძირტკბილას (ლათ. Glycyrrhiza glabra L.) და ცაცხვის ნაყენი. დააქუცმაცეთ ძირტკბილას ფესვი, შეურიეთ ერთმანეთს თითო სუფრის კოვზი ძირტკბილას ფესვი და ცაცხვის ყვავილი, დაასხით 0.5 ლიტრი ადუღებული წყალი, დააყენეთ 30 წუთი და გადაწურეთ. მიიღეთ 3-ჯერ დღეში 150 მლ. მირების წინ შეათბებთ. კურსის ხანგრძლივობა 1 თვე;
  • კულმუხოს (ლათ. Inula helenium L.) ფესვის ნაყენი. 15 გრ. დაქუცმაცებულ კულმუხოს ფესვს 250 მლ. კარგად ადუღებული წყალი დაასხით, დააფარეთ ჭურჭელს და გააჩერეთ 30 წუთი, შემდეგ 2-3 ჩაის კოვზი ნატურალური ტაფლი დაამატეთ. მიღებული სითხე უნდა მიიღოთ მთლიანად ერთი დღე-ღამის განმავლობაში.

სამკურნალოდ ხალხური მეთოდების გამოყენებისას კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

თქვენი რეკლამა