გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები – იყავით ჯანმრთელი!

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას.

შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე ბუნებრივ ანტიბიოტიკს.

მოცვი

მოცვის ნაყოფი მომჟავო ტკბილია, აქვს სამკურნალო დანიშნულება, კერძოდ ცოცხალი ნაყოფი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ამახვილებს მხედველობას, აცხრობს რევმატიზმს და სხვადასხვადა ანთებით პროცესებს.

ნაყოფისა და ფოთლის ნაყენი კი გამოიყენება დიაბეტის, შარდკენჭოვანი პათოლოგიის, თვალების ანთებითი პროცესების და სხვა დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.

ბუნებაში კიდევ უამრავი ანტიბიოტიკია, მთავარია ჩვენი დამოკიდებულება იყოს ჯანსაღი ანუ თუ ეს შესაძლებელია-გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალებები.

იხილეთ: მოცვი – გავრცელება, გამოყენება, მოცვისგან მიღებული პროდუქტები

ბუნებრივი, ანტიბიოტიკები

ხახვი

ხახვს, მისი შემადგენელი ფიტონციდების წყალობით ბაქტერიოციდული თვისებები აქვს და ორგანიზმს დაავადებათა მიკრობების სეზონური შეტევებისგან იცავს. ეს რკინით მდიდარი პროდუქტი ანემიის პროფილაქტიკისთვის საიმედო საშუალებაა. ხახვში ბევრია კალიუმი, ასკორბინის მჟავა და ასევე სხვა ვიტამინები და მინერალები. სასარგებლოა მისი უმად ჭამა.

ხახვში არის უნიკალური ნივთიერება კვერცეტინი – ანტიოქსიდანტი, რომელიც სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო აქტივობით ხასიათდება. ხახვში გაცილებით მეტი ბუნებრივი შაქარია, ვიდრე ტკბილ ვაშლსა და მსხალში.

იხილეთ: თავიანი ხახვი – მოვლა-მოყვანა და ტექნოლოგიური რუკა

https://agrokavkaz.ge/dargebi/mebostneoba/thaviani-khakhvi-movla-moqhvana-da-teqnologiuri-ruka.html

კომბოსტო

ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა, არ არსებობს ამჟამად ცნობილი ვიტამინი, რომელიც კომბოსტოში არ იყოს აღმოჩენილი. მასში უხვად არის ნახშირწყლებიც.

კომბოსტოში შაქრები გლუკოზისა და ფრუქტოზის სახითაა წარმოდგენილი და მათი შემცველობა 1,9-დან — 5,3%-მდე მერყეობს, ზოგიერთ ჯიშში კი მშრალი ნივთიერებების 3/4-ს შაქარი შეადგენს.

კომბოსტოში არის ადამიანისათვის შეუცვლელი ამინომჟავებიც. მრავალფეროვანია მისი მინერალური შედგენილობაც: კომბოსტოში არის კალციუმის, კალიუმის, ფოსფორის, მაგნიუმის, ნატრიუმის, გოგირდისა და სხვა მიკროელემენტების ნაერთები.

კომბოსტოს ანტიბიოტიკური თვისებები ძლიერდება მისი დამჟავებისას.

იხილეთ: კომბოსტო – თეთრთავიანი კომბოსტოს მოვლა-მოყვანა

კომბოსტო, ბუნებრივი, ანტიბიოტიკები

თაფლი

თაფლის 75-80% — ს შეადგენს ნახშირწყლები — გლუკოზა (31%), ფრუქტოზა (38%) და საქაროზა (1%). მათი დაშლისას გამოიყოფა ენერგია, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესებისათვის. გლუკოზა და ფრუქტოზა ხელს უწყობენ ნერვული პროცესების დარეგულირებას, სისხლძარღვების გაფართოვებას, გულის კუნთის კვებას, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.

თაფლი მასში შემავალი უნიკალური ცილა დეფენსინის გამო, ნამდვილი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. თაფლში შემავალ ნივთიერებებს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ობის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდური თვისებები, ანუ თაფლი ანადგურებს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აფერხებს მათ გამრავლებას.

იხილეთ: თაფლი – სასარგებლო ინფორმაცია თაფლის შესახებ

თაფლი, ბუნებრივი, ანტიბიოტიკი

ნიორი

ნიორს გააჩნია ფიტონციდური და ანტისეპტიკური თვისებები, რაც გამოწვეულია მასში არსებული ეთერზეთებით; ამ ნივთიერების გარდა ნიორი შეიცავს დარიშხანოვან ნაერთებს, რომლებსაც აქვთ სამკურნალო თვისებები, ამიტომ მას უხსოვარი დროიდან იყენებენ სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ ხალხურ მედიცინაში.

ნივრის თავისებურ სუნსა და გემოს განაპირობებს მასში დიდი რაოდენობით არსებული ეთერზეთები. ცხარე და მწარე ნიორი ქიმიური შემადგენლობით თავიან ხახვს აღემატება. იგი უფრო მეტ ნახშირწყლებს, აზოტოვან ნივთიერებებს, მინერალურ მარილებსა და მიკროელემენტებს შეიცავს.

ვიტამინებითაც ძალზე მდიდარია: შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, ბეტაკაროტინს, E ვიტამინს. ნივრის ფოჩებში ასკორბინის მჟავას შემცველობა 50%-ს აღწევს.

იხილეთ: ნიორი – საგაზაფხულო დარგვა

ნიორი, ბუნებრივი, ანტიბიოტიკები

აგროკავკასია გისურვებთ ჯანმრთელობას!

იხილეთ აგრეთვე: ქიშმიში – გაციების, სურდოსა და ყელის ტკივილის წამალი

თქვენი რეკლამა