უკრაინის მეფუტკრეებისთვის E-მეფუტკრეობის სერვისი შეიქმნა

E-მეფუტკრეობის, სერვისი, უკრაინა

უკრაინის მეფუტკრეებისთვის E-მეფუტკრეობის სისტემა შეიქმნა – მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ ადრეული შეტყობინების სერვისი.

აგრარული პოლიტიკის სამინისტრო „ელექტრონული მეფუტკრეობის“ სისტემის პირველ ეტაპს – მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების ადრეული შეტყობინების ელექტრონულ სერვისს იწყებს.

2025 წლის 10 თებერვლიდან, „ელექტრონული მეფუტკრეობის“ პირველი ეტაპის დაწყების ფარგლებში, ბიზნეს სუბიექტებისთვის, სახელმწიფო აგრარულ რეესტრში, მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარი შეტყობინების ახალი ელექტრონული სერვისი გამოჩნდა, წერს აგრარული პოლიტიკის სამინისტრო.

„მისი მთავარი ამოცანაა დაეხმაროს მეფუტკრეებს დაიცვან ფუტკარი მოწამვლისგან და მოაწყონ ფუტკრის კონტროლირებადი დამტვერვა. სერვისი შეიცავს მითითებებს ფერმერებისთვის მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების პრევენციული ინსტრუმენტების გამოყენების და ინფორმაციას ფუტკრის დამტვერვის ზონების შესახებ“, – აღნიშნა აგრარული პოლიტიკის მინისტრმა ვიტალი კოვალმა.

ახალი ელექტრონული სერვისი სრულად არის ინტეგრირებული სხვა სისტემებთან, როგორიცაა პესტიციდების და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეესტრი, რომლებიც გამოსაყენებლად ნებადართულია უკრაინაში, მეფუტკრეობის პასპორტების რეესტრი და ასევე ურთიერთმოქმედებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეტყობინებების სერვისების საშუალებით.

თქვენი რეკლამა