საქართველოდან ნატურალური წვენების ექსპორტი იზრდება

ნატურალური, წვენების, ექსპორტი

ქართულ ნატურალურ წვენებზე მოთხოვნა იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 14682,07 ათასი დოლარის ღირებულების 9999,39 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაიტანა.

ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,4%-ით ზრდას ნიშნავს – 2023 წლის 9 თვეში ქვეყნიდან ექსპორტირებულია 8893,96 ტონა წვენი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში წარმოებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი შეერთებული შტატებია. ქვეყნიდან ექსპორტირებული წვენების 26% წელს სწორედ ამერიკაში წავიდა.

ტოპ 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყიდის ხილისა და ბოსტნეულის წვენებს:

  • აშშ – 2596,40 ტონა;
  • ისრაელი – 1837,53 ტონა;
  • ავსტრალია – 1311,39 ტონა;
  • გერმანია – 742,61 ტონა;
  • სომხეთი – 615,94 ტონა.

ქვეყანაში ხილისა და ბოსტნეულის წვენების წარმოებასთან ერთად, ფართოვდება მათი ექსპორტის სფეროც. 2024 წელს საქართველოდან ნატურალური წვენების ექსპორტი 39 საექსპორტო ბაზარზე განხორციელდა.

თქვენი რეკლამა