ბულგარეთი და რუმინეთი დაჟინებით მოითხოვენ დამცავ ზომებს უკრაინული თაფლის იმპორტისგან.
ბულგარეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრმა გეორგი ტახოვმა ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის საბჭოს სხდომაზე სთხოვა ევროკომისიას მიიღოს დამცავი ზომები უკრაინიდან ბულგარეთში თაფლის იმპორტისგან.
ამის შესახებ ბულგარეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
ბულგარეთმა აღნიშნა, რომ ოფიციალური სოფიის მიმართვას მხარი რუმინეთმა დაუჭირა.
გეორგი ტახოვის თქმით, უკრაინული თაფლის იმპორტი ადგილობრივი წარმოების პროდუქციის რეალიზაციას ართულებს. მან განმარტა, რომ უკრაინული თაფლის მნიშვნელოვანი რაოდენობით შესვლა ევროპის ბაზარზე ძალიან დაბალ ფასებში ზეწოლას ახდენს ბულგარული თაფლის ფასებზე.
„გარდა მრავალი გამოწვევისა, რომლის წინაშეც დგას სექტორი, ბოლო სამი წლის განმავლობაში მას ასევე შეექმნა კონკურენცია უკრაინული იმპორტისგან. უკრაინიდან ჩვენს ქვეყანაში თაფლის იმპორტის მოცულობა 2024 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ზე მეტით გაიზარდა“, – დასძინა მან.
მისი თქმით, უკრაინიდან იმპორტის მაღალი დონე ბულგარელ მწარმოებლებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს.
წყარო: agrotimes.ua