პოლონეთი ფერმერებისგან 600 000 ღორს გამოისყიდის

297 Views

პოლონეთის სეიმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ღორის აფრიკულ ჭირთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით. იგი ეხება საბაზრო გადაწყვეტას რეგიონებისთვის სადაც აფრიკული ჭირის გავრცელების საშიშროებაა.

კერძოდ, სპეციალური კანონის მიხედვით, ხელისუფლება იმ რეგიონებიდან სადაც ჭირის გავრცელების რისკი მაღალია შეისყიდის 600 000 ღორს, შედეგად ფერმერები არ დაზარალდებიან.

პირველ ეტაპზე 100 000 ღორის შესყიდვაა გადაწყვეტილი, მაგრამ წინასწარი პროგნოზებით რაოდენობა შესაძლოა 600 000-მდე გაიზარდოს, შესაბამისად პოლონეთის ხელისუფლება მზადაა მთელი რაოდენობა გამოისყიდოს ფერმერებისგან.

გადამუშავებული ხორცი, კონსერვების სახით მიეწოდება სახელმწიფო ორგანიზაციებს, სახელმწიფო შესყიდვების კანონის გვერდის ავლით (იგულისხმება ტენდერები).

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იაცეკ ბოგუცკიმ განაცხადა, რომ სპეცკანონი კონკრეტული მოქმედების საშუალებას უკვე დღეიდან იძლევა. „პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ მოქმედება, ხორცკომბინატები მზად არიან ხორცის მისღებად, შესყიდვები დაუყოვნებლივ განხორციელდება, კანონი კი აუცილებელი იყო საბოლოო პროდუქტის გამოყენებისთვის“-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

პოლონეთის აგრარული მიმართულების პარტიის PSL (Polskie Stronnictwo Ludowe) თავმჯდომარის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, მიღებული ზომები კომპლექსურად არ გადაწყვეტს პრობლემას, რადგან ის არ ახდენს ვირუსის გავრცელების ბლოკირებას.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB