ფინეთში ფერმერებს 15 მლნ. ევროს კომპენსაციას გადაუხდიან

267 Views

ფინეთში, რძის მწარმოებელ ფერმერებს, დარგობრივი კრიზისის დასაძლევად 15 მლნ. ევროს კომპენსაციას გადაუხდიან, ამის შესახებ ფინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, ადგილობრივი გამოცემა Finland Times იუწყება.

აღნიშნული თანხის ნახევარს ევროკავშირი, დანარჩენს კი ფინეთის ხელისუფლება აანაზღაურებს.

დახმარება გათვალისწინებულია ბაზრის სტაბილაზაციის მიზნით, რძის წარმოების დროებითი შეზღუდვისთვის.

როგორც გამოცემა იუწყება, ბოლო წლებში ევროკავშირის ბაზარზე რძის ჭარბი რაოდენობაა, რაც ქმნის დარგობრივ კრიზისს.

2016 წლის მარტში, ჰელსინკში, ფინელმა ფერმერებმა საპროტესტო დემონსტრაცია გამართეს ტრაქტორებით, სადაც ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

Related Articles

ვაზის ჭრაქი
სამაცივრე აგრეგატები
ლიპოსამი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB