სასათბურე მეურნეობები LED განათებების გამოყენებას ზრდიან. ეს განათება, ტრადიციულ, HPS განათებასთან შედარებით, ფერმერს მრავალ უპირატესობას სთავაზობს.
თუმცა, ხშირად უცნობია, ზუსტად როგორ რეაგირებენ მცენარეები LED განათებაზე. სწორედ ამიტომ, ვაგენინის უნივერსიტეტისა და კვლევის ცენტრის სათბურში მებაღეობისა და ყვავილების ბოლქვების ბიზნეს განყოფილებამ (Business Unit Greenhouse Horticulture and Flower Bulbs of Wageningen University & Research) შეიმუშავა ხაზის სენსორი, რომელიც ზომავს ტალღის სიგრძეს და რაოდენობას, რომელსაც მცენარე შთანთქავს.
განათება მცენარეზე რამდენიმე მიმართულებით ზემოქმედებს. სინათლის ინტენსივობა, რომელიც ფოთლებამდე აღწევს წარმოშობს ფოტოსინთეზს და ამგვარად, მცენარეები იზრდებიან. სინათლის სპექტრი პასუხისმგებელია მცენარის განვითარებაზე, როგორიცაა ფოთლების დრეკადობა და ხარისხი. გარდა სინათლისა, რადიაცია სითბოსაც გამოჰყოფს, რაც ასევე მოსავლის განვითარებაზე ზემოქმედებს.
LED განათება მზის სხივებისგან და ტრადიციული განათებისგან განსხვავდება. მისი გამოყენება მცენარის განვითარების ნებისმიერ ფაზაშია შესაძლებელი სხვადასხვა შედეგების მისაღებად, ხშირად განათებებს ადგილსაც უცვლიან ხოლმე.
მაგრამ რა შედეგი მოჰყვება ამ ცვლილებებს, უცნობია. სინათლის სპექტრის რომელ ნაწილებს იჭერენ მცენარეები? მაგალითად, როგორ ზემოქმედებს მცენარე ულტრაიისფერ ან შორიდან დანათებულ წითელ შუქზე? რა გავლენას ახდენს სინათლის წყაროდან გამოსხივებული სითბოს ნაკლებობა? არსებობს სინათლის საზომი სენსორები, მაგრამ ეს სენსორები ე.წ. წერტილოვან გაზომვებს აკეთებენ ან არ აერთიანებენ კონკრეტულ სპექტრულ დიაპაზონს.
ხაზის სენსორი მოთავსებულია მცენარის გაღშემო, სიღრმეში და დაბლა
WUR – მა შეიმუშავა სპექტრალური ხაზის სენსორი. ეს შეიძლება მოთავსდეს მცენარის გარშემო, სიღრმეში და დაბლაც განლაგდეს, ამრიგად, გაიზომება სხვადასხვა დროს რომელი ტალღის სიგრძეა დაჭერილი და რამდენი პროცენტით. შემდეგ მნიშვნელოვანია მცენარის რეაქციების დადგენა და იმის შეფასება, თუ როგორ მოქმედებს სპექტრები მოსავლიანობაზე.
WUR ამჟამად შემუშავებული პროტოტიპის განვითარებაზე მუშაობს და სავარაუდოდ, 2022 წლის აპრილში მზად იქნება. პროექტი „მზისა და LED განათების ხედვა“ დაფინანსებულია ნიდერლანდების სოფლის მეურნეობის, ბუნებისა და სურსათის ხარისხის სამინისტროს მიერ. პროგრამის – Kas als Energiebron – ის ფარგლებში, SpectraPartners-თან და JETI-სთან თანამშრომლობით.
წყარო: Wageningen University & Research www.wur.nl