4000 სკა – მზესუმზირის დამტვერვისთვის

226 Views

ფუტკარი მზესუმზირის ხარისხიანი დამტვევრვისთვის აუცილებელია, აცხადებენ კომპანია LNZ Group – ის სპეციალისტები უკრაინაში.

LNZ Group აწარმოებს მზესუმზირას და გამოჰყავს ახალი ჯიშები.

LNZ Group – ს, საკუთარი ფუტკრებიც ჰყავს, თუმცა რამდენიმე წელია თანამშრომლობს ადგილობრივ მეფუტკრე ფერმერებთან. წინა წლებში ერთ ჰექტაზრე 2 სკას დგავდნენ, 2016 წლიდან კი 4 სკას ანგარიშობენ. ამ ეტაპზე კომპანიის მზესუმზირის დამტვერვისთვის 4000 სკა სჭირდება.

კომპანია მეფუტკრე ფერმერებს, ხელშეკრულების თანახმად, სკების საკუთარ მინდვრებში დადგმას უნაზღაურებს (თანხა ჩვენთვის უცნობია) და რა თქმა უნდა თაფლიც ფერმერებს რჩებათ.

LNZ Group თანამედროვე აგროსამრეწველო კომპანიაა, როემლიც მუშაობს სხვადსხვა მიმართულებით (მათ შორის მეთესლეობა, ამ სეგმენტში უკრაინის ყველაზე დინამიურად განვითარებადი კომპანიების ათეულში შედის), კომპანიას სეზონზე 3000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB