იოშტა – მკურნალი მცენარე

იოშტა

იოშტა – ხურტკმელისა და შავი მოცხარის შეჯვარებით მიღებული ჰიბრიდია, რომელსაც ორივე მცენარის სასარგებლო თვისებები აქვს.

იოშტა ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, სიმაღლით 1-2 მეტრის ბუჩქია, მისი ყვავილები ღია ოქროსფერია, ნაყოფი მრგვალი, შავი ფერის, მეწამული ელფერით. ნაყოფი წვნიანი, მოტკბო მომჟავო, მუსკატის არომატითაა.

ყვავის მაისში, მწიფდება ივლის-აგვისტოში, მცენარე კაგად იტანს ყინვას (-20° C ), მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად: კალმებით, ამონაყრებით, ბუჩქის დაყოფით.

ამ კულტურისთვის არჩევენ ნოყიერ, ქარებისაგან დაცულ ნაკვეთებს. ნიადაგის მჟავიანობა рН 6 -7. ბაღს აშენებენ შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. კვების არე: რიგებს შორის მანძილი 2,5 მ, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 1,5მ. 1 ჰა-ზე ეტევა 2600 ძირი მცენარე.

იოშტას კენკრა შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავეებს, პექტინს, მასში შემავალი ქიმიური ელემენტებიდან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია რკინა, კალიუმი, იოდი, სპილეძი და სხვ. კენკრა მდიდარია С, Р და E ვიტამინებით. იოშტა ანტოციანებსაც (წითელი, ლურჯი და იისფერი პიგმენტები) შეიცავს, რომლებსაც დაავადების გამომწვევ ბაქტერიებთან ბრძოლის, სისხლძარღვების კედლების გამაგრების და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების თვისებები აქვს.

იოშტა, კენკრა

იოშტა ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს, რაც მასში ცხიმის მარაგის წვას იწვევს. ამიტომ, კენკრა სასარგებლოა მათთვის, ვინც ზედმეტი წონისგან გათავისუფლებას ცდილობს.

რაც შეეხება მის კვებით ღირებულებას, იოშტა დაბალკალორიული პროდუქტია (100 გრ. – 45 კკალ), რაც მის დიეტოლოგიაში გამოყენების საშუალებას იძლევა.

იოშტას ნაყოფის რეგულარულად მოხმარება აუმჯობესებს და ნორმაში მოჰყავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირება. ის ასევე სასარგებლოა დიარეის დროს;

იოშტას შეუძლია სისხლში ჰემოგლობინის გაზრდა, რეკომენდირებულია ანემიის და ასევე, ჰიპერტონიის დროს;

ნაყოფი განსაკუთრებით სასარგებლოა დიდ ქალაქებში მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან მას ორგანიზმიდან მძიმე ლითონების, ტოქსინების, მარილების და რადიაქტიული ნივთიერებების გამოყვანა შეუძლია;

მისი რეგულარული მოხმარება აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს;

იმის გამო, რომ იოშტა შაქარის დაბალი შემცველობით ხასიათდება, – სასარგებლოა დიაბეტის დროს.

ავტორი: ლალი გოგინავა
„ელკანას” რჩევები ბიომეურნეებს.

თქვენი რეკლამა