მედიკამენტი კრესტორი და რჩევები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ

კრესტორი, ჯანსაღი, კვება

სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, დარეგულირებული ძილის რეჟიმი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა — კონკრეტული ჯანმრთელობის მდგომარეობების მართვა მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით არის რეკომენდებული.

მაგალითად ქოლესტერინის დონის შესამცირებლად და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის შესაძლოა თქვენმა მკურნალმა ექიმმა კრესტორი დაგინიშნოთ და ეფექტიანობის გარანტიისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით რჩევებიც გაგიზიაროთ.

რა არის ქოლესტერინი და როგორია კრესტორის შედგენილობა?

ქოლესტერინი ორგანული შენაერთები, ლიპიდებია, რომლებიც ორგანიზმში საკვებთან ერთად აღმოჩნდება, ან ღვიძლის მიერ სინთეზირებით. ქოლესტერინის ორ ტიპს განასხვავებენ —  „ცუდი“, ანუ დაბალი სიმკვრივის და “კარგი”, ანუ მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს. საყურადღებოა მდგომარეობა, როდესაც სისხლში “ცუდი” ქოლესტერინის დონე მაღალია. ამ დროს უფრო დიდია რისკი გულის დაავადებების შესაძლო განვითარების შესახებ. ხოლო რაც უფრო დაბალია სისხლში “ცუდი” ქოლესტერინის შემცველობა, მით ნაკლებია მთელი რიგი დაავადებების განვითარების რისკი. გარდა გენეტიკური მიდრეკილებისა, ენდოკრინული დაავადებებისა ქოლესტერინის დონემ შესაძლოა მოიმატოს არასწორი კვების რეჟიმითა და არაჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. 

მედიკამენტ კრესტორს პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეიძენთ. მის შედგენილობაში აქტიური ნივთიერება როზუვასტატინი შედის. ამ ნივთიერების მთავარი სამიზნეა ღვიძლია, სადაც ქოლესტერინის სინთეზი ხდება და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კატაბოლიზმი (დარღვევა). შესაბამისად, კრესტორი, რომლის შემცველობაშიც არის როზუვასტატინი, ამცირებს ქოლესტერინ – დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს, საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების ჭარბ შემცველობას. კრესტორი ინიშნება პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის დროს, დიეტაზე დამატებით, როდესაც მოცემული დიეტა და მკურნალობის სხვა არამედიკამენტოზური მეთოდები საკმარისი აღარ არის.

მედიკამენტი კრესტორი უნდა მიიღოთ მკაცრად ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი დოზირებებითა და მიღების წესის რეკომენდაციებით.

რჩევები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ

თუ დაგიდგინდათ სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის მაღალი დონე, ექიმი მკურნალობის თქვენზე მორგებული მეთოდების გარდა, რჩევებსაც გაგიზიარებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ჯანსაღი ცხოვრების წესი ფართო ცნებაა და მრავალი პრინციპის ერთობლიობას გულისხმობს. იგი არა მხოლოდ დაავადებების არ არსებობას, არამედ ფსიქიკური, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობის საერთო მდგომარეობაა.

ძილის რეჟიმის მოწესრიგება, უარი მავნე ჩვევებზე (ალკოჰოლი, თამბაქო და ა.შ.) და ფიზიკური აქტივობა  —  ზოგადი რჩევებია, რაც თქვენმა მკურნალმა ექიმმა სხვადასხვა სამედიცინო ჩვენების დროს შეიძლება გითხრათ. თუმცა როდესაც საქმე მაღალ ქოლესტერინს ეხება ექიმი რეკომენდაციებს კვებასთან დაკავშირებითაც გაგიზიარებთ, მაგალითად:

  • ამოიღეთ მენიუდან სწრაფი კვების პროდუქტები, ცხიმოვანი, ქოლესტერინით მდიდარი პროდუქტები.
  • უპირატესობა მიანიჭეთ ცილით მდიდარ პროდუქტებს (მაგ; ქათამი, თევზი) და ბოჭკოებით მდიდარ საკვებს (ხილი, ბოსტნეული)
  • შემწვარი პროდუქტის ნაცვლად, გამომცხვარი, ორთქლზე მოხარშული, ან გრილზე მომზადებული საკვები მიიღეთ.

ასევე, რეკომენდებულია 30-40 წლის შემდეგ წელიწადში 2-ჯერ პროფილაქტიკური გამოკვლევები და ექიმთან კონსულტაცია, რათა სხვადასხვა სახის გართულება, რაც დაგვიანებული დიაგნოსტირებით ხდება, თავიდან აიცილონ პაციენტებმა.

თქვენი რეკლამა