ვაზის მწვანე ნერგის წარმოების თანამედროვე მეთოდი (ვიდეო)

3761 Views

სამეურნეო-სამრეწველო დანიშნულებისათვის, როგორც წესი ვაზის გამრავლება ხდება ვეგეტაციურად – რქის გადაწვენა-დაფესვიანებით, კალმით და საძირეებზე კვირტების მყნობით.

თუმცა ყველაზე მიღებული და ეფექტური ფორმაა სასურველი ჯიშის კვირტით მყნობა ფილოქსერაგამძლე საძირეზე.

ამ ოპერაციის ჩატარებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია საძირისა და შერჩეული სანამყენის დიამეტრის თანაფარდობა. სტანდარტების შესაბამისად სამყნობი კალმის დიამეტრი, როგორც წესი არ უნდა იყოს 6 მმ-ზე ნაკლები და 12 მმ-ზე მეტი.

სამრეწველო დანიშნულების ბაღის გაშენებისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯიშის ბიოლოგიურ თავისებურებას და მექანიზაციის გამოყენების შესაძლებლობას. როგორც წესი მიღებულია 3,0×1,5 მ. 2,5×1,5 მ. კვების არე, ასეთ შემთხვევაში გახარების მაჩვენებელი ძალზე მაღალია.

ზაფხულის პერიოდში ნამყენი კვირტის გაღვივების დღიდანვე განსაკუთრებყლი ყურადღება უნდა მიქცეს ცენტრალური ლიდერის ზრდა – განვითარებას და ფორმირებას. ამისთვის მას ყველა გვერდითი ყლორტი უნდა მოცილდეს.

წყარო: ვენახის გაშენება, ნერგის გამოყვანა და მოვლა-პატრონობა

იხილეთ ვიდეო

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB