გერმანელი ინვესტორები 20 მილიონ ევროდ, უზბეკეთში, მულტიმოდალურ სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ცენტრს ააშენებენ.
უზბეკეთის რკინიგზა და გერმანული ლოჯისტიკური კომპანია Rhenus SE&Co. KG ააშენებს მულტიმოდალურ სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ცენტრს უზბეკეთის ანდიჯანის რეგიონში. ამის შესახებ Podrobno.uz იუწყება.
TLC-ის მშენებლობაზე წინასწარი შეთანხმება, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავქათ მირზიოევის გერმანიაში ვიზიტის დროს 2023 წლის სექტემბერში იქნა მიღწეული.
დაზუსტებულია, რომ იქმნება ერთობლივ საწარმოს UzContargo Andijan, Andijan ლოგისტიკური ცენტრის ბაზაზე. 2024-2026 წლებში პროექტში 20 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.
ლოჯისტიკური ცენტრი განახორციელებს მულტიმოდალურ გადაზიდვებს, განთავსდება კონტეინერების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილები, ღია და დახურული საბაჟო საწყობები, ასევე ნაგეობობები მძიმე ტვირთის გადასამუშავებლად. ეს საშუალებას მისცემს ლოგისტიკურ ცენტრს წელიწადში 250-300 ათას ტონამდე ტვირთის გადამუშავოს.
UzContargo Andijan ერთობლივი საწარმოს ოფიციალური გახსნის ცერემონია მარტის ბოლოსაა მოსალოდნელი.