აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია მიმდინარეობს

აბრეშუმის, სახელმწიფო, მუზეუმი

თბილისის განვითარების ფონდი, მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.

მიმდინარე პროექტს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფონდის ხელმძღვანელ გიორგი პაპავასთან ერთად გაეცნო.

დედაქალაქის მერის განცხადებით, პროექტის განხორციელების შედეგად თბილისს კიდევ ერთი რეაბილიტირებული და განახლებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეემატება.

აბრეშუმის მუზეუმი, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს,  იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,  რომელიც ძალიან ლამაზი ნაგებობაა. პირველი,  რაც გაკეთდა, ეს იყო კონსტრუქციების გამაგრება, რომელიც ფაქტობრივად იშლებოდა. მიწის ქვემოთ არსებული გრუნტის წყლების გამო საძირკველი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, სარდაფები კი წყლით იყო ავსებული. დღეს ეს ყველაფერი მთლიანად რეაბილიტირებული და მოწესრიგებულია. გაკეთებულია სადრენაჟე სისტემა, რომელიც წყალს არიდებს აღნიშნულ შენობა-ნაგებობას. პროექტის დასრულებამდე ორი თვე დარჩა. თითოეულ დეტალზე და ორნამენტზე განსაკუთრებული ყურადღება არის მიმართული და  ეს ყველაფერი დასრულდება  ეზოს მოპირკეთებით და გამწვანების სამუშაოებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მიმდინარე სამუშაოებს, ასევე, გაეცნენ დიდუბის  რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და   საქართველოს პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი.

პროექტი ხორციელდება „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა  და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ თანადაფინანსებით.

აბრეშუმის, სახელმწიფო, მუზეუმი

რეაბილიტაციის I ეტაპზე შენობა კონსტრუქციულად გამაგრდა, რეაბილიტირდა კომუნიკაციები, მოეწყო სადრენაჟე სისტემა, დაისხა ფილები, მოეწყო გათბობის სისტემა, გაიწმინდა აგურის კედლები, დამონტაჟდა რკინის შიდა კარი და ფანჯრები, მოეწყო სველი წერტილები და სართული სრულად ადაპტირდა შშმ პირების საჭიროებებზე.

მეორე ეტაპზე გაილესა და შეიღება კედლები და ჭერი, რესტავრირდა ჭერის კარნიზების ნაწილები, გამოიცვალა თუნუქის სახურავი, მუშტაიდის ბაღის მხარეს შემოიღობა ტერიტორია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის მხატვრული მინათების და კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოები, ასევე წინა ეზოს  კეთილმოწყობა.

იხილეთ გარეთვე: საქართველოს მეაბრეშუმეობა – გუშინ, დღეს, ხვალ

თქვენი რეკლამა