სამკურნალო მცენარეები-ძირმწარა (Aristolochia Clematis L)

102 Views Comment Off

ძირმწარასებრთა ოჯახში შედის. ძირმწარა 30-50 სმ სიმაღლის მრავალწლიანი თავისებური სასიამოვნო სუნის მქონე, მოკლე მხოხავფესვურიანი მცენარეა. სწორმდგომი რამდენადმე დაკლაკნილი შესახედაობის ღერო უფრო ხშირად მარტივი, ე. ი. არ იტოტება, იშვიათად გვხვდება მცირედ დატოტვილ ეგზემპლარებიც.

ღია მწვანე ფერის კიდემთლიანი, გულისებრფუძიანი, საკმაოდ გრძელყუნწიანი, კვერცხისებრი ან მომრგვალო ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული და ზედა მხრიდან უფრო მუქ-მწვანეა ქვედა მხარესთან შედარებით.

18-25 სმ სიგრძის ყვითელი ყვავილები ფოთლების იღლიებში ჯგუფურადაა განლაგებული, 2-8 ცალის რაოდენობით.
მოუმწიფებელი ნაყოფი მწვანე ფერის ხორციანი, მსხლისებრი ან მომრგვალო ფორმის კოლოფია, რომელიც მომწიფებისას 5-6 სმ სიგრძეს აღწევს და 6 გრძივი ნაბზარით იხსნება. ყვავის და ნაყოფი უმწიფდება მაის-სექტემბრის განმავლობაში.

იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლის ტენიან ბუჩქნარებსა და ტყეებში, კერძოდ, წიფლნარებში, ტყის ნესტიან ველობებზე, ხევებში, ტყის ნაკადულების პირას. სამკურნალოდ გამოიყენება უფრო ხშირად ფესვურა, ზოგან ნაყოფი და ფოთლებიც. შეგროვების ვადაა მაის-ივნის-ივლისი.

საქართველოში ჩვეულებრივ ძირმწარას გარდა გვხვდება აგრეთვე სამკურნალო სახეობა — ქართული ძირმწარა — (Aristolochia iberica F. A. M.). გარეგნულად იგი იმით გამოირჩევა, რომ მისი ყვავილები თითო-თითოდაა განლაგებული. ყვავილსაფრის გადანაღუნი, მომწვანო-ყვითელ ფონზე. სხვადასხვაგვარ სურათს იძლევა. ხახაში ყვითელი ლაქები არ აქვს (როგორც ჩვეულებრივ ძირმწარას), ფოთლები უფრო დიდი ზომისაა, ფართო კვერცხისებრი. გვხვდება აფხაზეთში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, ქართლში და კახეთში. დეკორატიულია. ორივე სახეობა ერთნაირი სამკურნალო თვისებებით ხასიათდება.

ხალხური მედიცინა ძირმწარას ფესურის და ფოთლის გამონახარშს და მისგან მიღებულ წყლის გამონაწვლილსა და სპირტზე ნაყენს იყენებს ხველის წინააღმდეგ, აგრეთვე როგორც ჭრილობების შეხორცების დამაჩქარებელ საშუალებას და წყლულების მკურნალობისას სველი საფენების სახით.

მცირე დოზით მის ნაყენს იყენებენ ოფლისა და შარდმომგვრელ საშუალებად. მასში შემავალი ალკალოიდი «არისტოლოხინი» ტოქსიკური ბუნებისაა და იწვევს პერიფერიული სისხლძარღვების გაგანიერებას. სუნთქვის რამდენადმე აღგზნებით ამცირებს სისხლის წნევას ჰიპერტონიული დაავადების საწყის სტადიაში.

ძირმწარას წყლის გამონაწვლილის მოსამზადებლად წვრილად დაჭრილ ფესვურას იღებენ ერთ ჩაის კოვზს, რომელსაც ასხამენ წინასწარ ანადუღარ და გაგრილებულ ერთ ჭიქა წყალს, ასე ტოვებენ რვა საათის განმავლობაში. ამის შემდეგ გაწურავენ და ერთ ჭიქა გამონაწვლილს იღებენ ერთი დღის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ რამდენიმეჯერ.

გარეგან სახმარად (სველი საფენები) იღებენ ორ ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ფესვებს ორ ჭიქა წყალზე, რომელსაც ადუღებენ 30 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე და გაგრილების შემდეგ წურავენ სუფთა დოლბანდში ან ძაბრში ჩაფენილი სუფთა ბამბით.

ძირმწარა შხამიანი მცენარეა, ამიტომ მისი გამოყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობითაა დასაშვები.

Aristolochia_clematitis_geo_003

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1084 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1280 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB