მსხლის ნაყოფი ახალი და გამშრალი შეიცავს: შაქრებს, A, B, C, P, PP ვიტამინებს, კაროტინს, ორგანულ მჟავეებს, ფიტოცინდებს, აზოტურ, მთრიმლავ, პექტინოვან, ნივთიერებებს, მიკროელემენტებს, განსაკუთრებით იოდს.
მსხლის პრეპარატები გამოიყენება, როგორც ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.
ბევრს მიაჩნია, რომ მსხალში შაქრის გარდა სასარგებლო არაფერია. მართალია A და C ვიტამინის შემცველობით მსხალი ბევრად ჩამოუვარდება ვაშლსა და სტაფილოს, მაგრამ როგორც ფოლიუმის მჟავის (ვიტამინი B9) საბადო, ის შავ მოცხარზეც უკეთესია.
ფოლიუმის მჟავა აუცილებელია სისხლის წარმოქმნის პროცესისათვის და ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია მოზარდების ორგანიზმში.
მსხალი ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს კაპილარების გამამაგრებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების ნივთიერებებს. სამკურნალო თვისებები არა მარტო ცოცხალ მსხალს, არამედ ჩირსაც აქვს.
ჩირისაგან ამზადებენ კომპოტს, კისელს, მსხლის ჩირის ნახარში კარგია ბავშვებში კუჭის აშლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. შემწვარი მსხალი უებარია ხველებისას. თუ პატარას შარდში აქვს სხვადასხვა მარილი (ურატები და ოქსალატები), უმჯობესია მის რაციონში ხშირად ჩართოთ მსხალი, ის ხელს შეუწყობს შარდიდან მავნე ნივთიერებების გამოდენას.
მსხლის წვენი ძალიან კარგი გამაჯანსაღებელი და ვიტამინებით მდიდარი სასმელია. ის განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც მუხლის არეში სერიოზული პრობლემები აქვს.
მსხალში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსული ქალებისთვის და მათთვის ,ვისაც სისხლის მიმოქცევისა და სისხლძარღვების პრობლემები აწუხებთ.
მსხალი ეფექტურია მაღალი სიცხის დროს და სასარგებლოა ფილტვებისათვის. შემცველი ანტიბიოტიკის – არბუტინის წყალობით, მის წვენსა და კომპოტს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს.
ასევე, მსხალი აუცილებელია ჭარბწონიანი ადამიანებისთვის, რადგან ის ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს. ის ასევე აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის. ის საგრძნობლად აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მისი შემცველი უჯრედისები კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ცოტას აღიზიანებს.
მიუხედავად მისი დადებითი და სასარგებლო თვისებებისა, თუ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით რამე პრობლემა გაქვთ, მოერიდეთ მის ჭამას. მოხარშული ან შემწვარი მსხალი კი ძვლების საუკეთესო წამალია, ასევე, ძალიან სასარგებლოა ნაღვლის დაავადების, ქოლეცისტიტისა და გასტრიტის დროს.
ასეთი პრობლემების მქონე ადამიანმა ყოველ დილას, წახემსების შემდეგ, ერთი მსხალი უნდა შეჭამოს. ეს ხილი მათ მუცლის ტკივილს დაუამებს და მტანჯველ წვასაც მოუხსნის. დაავადების დაძლევასთან ერთად, ხასიათის გაუმჯობესებასაც უზრუნვეყოფს.
მსხლის მიღებიდან რამდენიმე წუთში ადამიანს საგრძნობლად უუმჯობესდება გუნება-განწყობა.
მსხალი ძალიან სასარგებლოა არითმიის დროს. ის გულისცემას არეგულირებს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მასში დიდი რაოდენობითაა კალიუმი, რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს.
პანტა მსხალი (Pyrus communis L.)
პანტა მსხალი ფართოდ არის გავრცელებული თითქმის მთელ საქართველოში. პანტას ნაყოფი შეიცავს 5-16% შაქრებს, ძირითადად მონოსაქარიდებს, ორგანულ მჟავებს 0,3% ცილებს, 4%-მდე პექტინოვან ნივძთიერებებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, თიამინს, ტანინებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას.
ახალგაზრდა ხეების ქერქში მოიპოვება ტანიდები. C ვიტამინი პანტაში უფრო მეტია ვიდრე კულტურული ჯიშის მსხლებში. პანტაში არის B1, B2, PP, E, C ვიტამინები.
პანტა როგორც სამკურნალო მცენარე, ცნობილი იყო ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში. პანტას ნაყოფების ნახარშს ხმარობენ თირკმლის კენჭოვანი დაავადებების დროს. ხალხურ მედიცინაში ნაყოფები და მისი ნახარში გამოიყენება კუჭის აშლილობისას, როგორც შემკვრელი საშუალება. აგრეთვე ნახარში და წვენი შარდმდენი საშუალებაცაა.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები საკვები და მკურნალი
ავტორ–შემდგენლები: აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები – ლიანა ჯიქია, რაისა ქარაია, ვანო პაპუნიძე, ვლადიმერ უგულავა, ტრისტან ჯობავა, ნონა მიქაია.
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.
იხილეთ აგრეთვე: მსხალი – მსხლის დარგვა, მოვლა, ბაღის გაშენება, ჯიშები