სილოსის წარმოება პოლიეთილენის ტომრებში და რამოდენიმე რეცეპტი

2191 Views Comment Off

სილოსი და მისი დამზადება

საკვების შენახვის წესთა შორის ფართოდაა გავრცელებული დასილოსება, რაც საშუალებას იძლევა შედარებით სრულად იქნას გამოყენებული მწვანე მასის მოსავალი. საკვები ინახება რძემჟავას წარმოქმნის შედეგად, რომელსაც აქვს დამაკონსერვებელი თვისებები.

იგი იქმნება რძემჟავა ბაქტერიების მიერ მცენარეული უჯრედის წვენის შაქრის დუღილის შედეგად. ამიტომაც ხარისხიანი სილოსის დასმზადებლად სასილოსე ნედლეული უნდა შეიცავდეს საკმაო რაოდენობის შაქრებს.

განვითარებული მეცხოველეობის ქვეყნებში პირუტყვის სილოსით კვება დასაშვებია წელიწადის ყველა პერიოდისათვის, ამით სრულყოფილად შეინარჩუნება პირუტყვის წველადობა და ცოცხალი მასის მატებაც.

საქართველოს ყოფილ კოლმეურნეობებსა და მეურნეობებში სილოსის წარმოება მიმდინარობდა დიდ მოცულობიან სასილოსე ნაგებობებში და დამზადებული სილოსი წარმატებით გამოიყენებოდა ზამთრის პერიოდში, ზოგჯერ კი ზაფხულშიც.

ამჟამად, საოჯახო მეცხოველეობის ფერმების და ახალფეხადგმული ფერმერული მეურნეობებისათვის სილოსის დიდი რაოდენობით წარმოება რთული და ძნელად მისაღწევია, სასილოსე მწვანე ნედლეულის წარმოების მნიშვნელოვანი შემცირების გამო.

მცოხნავი პირუტყისთვის სილოსის აუცილებლობიდან გამომდინარე, გლეხური და ფერმერული მეურნეობებისათვის შემოთავაზებულია მცირე მასშტაბიანი სილოსის წარმოება პოლიეთილენის სხვადასხვა ტომრებში;

ასეთი ტექნოლოგიით მწვანე მასიდან მიიღება მაღალხარისხოვანი სილოსი, მინიმალური დანაკარგებით.

სასილოსე ნედლეულად გამოდგება შაქრის მინიმუმის მქონე, 60-85% ტენიანობის მქონე ყველა სახის დაქუცმაცებული მწვანე ბალახეული, რომელთა შორის ტრადიციულად სიმინდის მწვანე მასას ვანიჭებთ უპირატესობას მარცვლის რძისებრ-ცვილისებრ სიმწიფის ფაზაში.

გლეხურ და ფერმერულ მეურნეობებძი სილოსის ნაკლებობამ გამოიწვია ფერმერული პირუტყვის წველადობის მნიშვნელოვნად დაქვეითება და გარკვეულ წილად მომნელებელი სისტემის ფუნქციური გადაგვარება.

ამდენად სილოსის წარმოება ზამთრის პერიოდისათვის და თუნდაც მცირე ულუფებით პირუტყვის კვება აუცილებლობას წარმოადგენს.

პოლიეთილენის სასილოსე ტომრებში მწვანე მასის დასილოსება ხდება შემდეგი ტექნოლოგიით

სასილოსე ნედლეული მარცვლოვანთა, მარცვლოვან-პარკოსანთა ნარევი ბალახები, სიმინდი, მზესუმზირა, ბაღჩეული და სხვა. დაქუცმაცება უკეთესია წარიმართოს 1-5 სმ სიგრძეზე, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ჩაიტკეპნოს პოლიეთილების ტომრებში, რომლთა შერჩევა უნდა მოხდეს მეურნეობის სიდიდის და სასილოსე მწვანე მასის რაოდენობის მიხედვით.

სასილოსე მასის ტომრებში ჩატკეპვნა უნდა განხორციელდეს ჰაერის მაქსიმალურ გამოდევნამდე. დაწნეხა მცირე მასშტაბით, პრიმიტიულად შესაძლოა განხორციელდეს ხელით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, აგრეთვე ნებისმიერი კონსტრუქციული წნეხის გამოყენებით.

ხელის და ელექტროწნეხი სრულყოფილად უზრუნველყოფს მწვანე მასის მრგვალი კონუსური ფორმით 30 კგ და მეტი წონის მასის დაწნეხვას.

მითითებული ბალახი ჩადების დროს იოლად დაიტკეპნება თუკი:

• ნედლეულის ტნიანობა 75%-ს აღწევს;

• მცენარეული მასა კარგადაა დაკუწული

• მცენარე დრულადაა გათიბული, ღეროები გაუხეშებული არაა.

მიღებული მწვანე მასის პოლიეთილენის ტომრები თავსდება საცავში მჭიდრო ჰორიზონტალური დალაგებით დასილოსების დამთავრებამდე.

ასეთი მეთოდით სილოსის დამზადებას აქვს მარავალი უპირატესობა. მ.შ. ადვილდება კომბინირებული სილოსის წარმოება სხვადასხვა კულტურების გამოყენებით.

შესაძლოა სხვადასხვა დანამატების, მიკროელემებტების და სხვა საჭირო ნივთიერებების მ.შ. იოდიზირებული ქატოს მიმატება დასილოსების მომენტში. სილოსი ინახება უდანაკარგოდ, აქვს მაღალი ხარისხი, გამოყენებისას არ საჭიროებს სპეციალური ტექნიკას და ა.შ.

არასილოსებადი მწვანე ნედლეულის არსებობის შემთხვევაში ასეთივე ტექნოლოგიით შეიძლება განხორციელდეს მწვანე მასის ქიმიურად დაკონსერვება ქიმიური კონსერვანტების გამოყენებით.

პოლიეთილენის სათავსშიი მოთავსებული მწვანე მასა 30 დღის განმავლობაში განიცდის სრულფასოვან დაწნილებას, რომელიც შემდეგ გამოიყენება პირუტყვის კვებაში. ტომრების დაცლის შემდეგ შესაძლოა მეორეჯერ მათი გამოყენება დასასილოსებლად.

მსხვილი მეურნეობისათვის და დიდი რაოდენობით სასილოსე მწვანე მასის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა დასილოსება მოხდეს მობილური საწნეხი დანადგარის გამოყენებით.

აღნიშნული ტექნოლოგიის უპირატესობა იმაშიც გამოიხატება, სხვა პერიოდში არსებული სასილოსე და ბაღჩეული კულტურების მწვანე მასა მცირე მასშტაბითაც არის შესაძლებელი გამოყენებული იქნეს სილოსის წარმოებისათვის.
არსებული სილოსის კვებითი ღირებულება (ყუათიანობა) გარკვეულად აღემატება სასილოსე ორმოებს, ტრანშეებსა და კოშკებში დამზადებული სილოსის კვებით ღირებულებას. ასევე მთლიანად გამორიცხავს მწვანე მასის სხვა სათავსოებში დასილოსებისას არსებულ 10-20% დანაკარგებს და ა. შ.

გთავაზობთ კომბინირებულ სილოსის რამოდენიმე რეცეპტს

კომბინირებული სილოსის რეცეპტები ღორისთვის

1. სიმინდის ტაროები ცვილისებრ სიმწიფეში აღებული 50%
2. შაქრის ჭარხალი 25%
3. იონჯის ნორჩი ბალახი 25%

1. საკვები გოგრა 60%
2. საკვები ჭარხალი 15%
3. იონჯის ბალახი 20%
4. ქერის ღერღილი 5%

1. სიმინდის ტაროები ცვილისებრ სიმწიფეში 50%
2. შაქრის ჭარხალი ფოჩით 40%
3. იონჯის ბალახის ფქვილი 10%

1. ბარდის ღერღილი 18%
2. სიმინდის ღერღილი 23%
3. შაქრის ჭარხალი ფოჩით 30%
4. იონჯის ბალახის ფქვილი 5%
5. სტაფილო 19%

კომბინირებული სილოსის რეცეპტები ფრინველისთვის 

1. სტაფილო ფოჩით 90%
2. პარკოსანი ბალახის ფქვილი 10%

1. პარკოსანი ბალახების მწვანე მასა 70%
2. საკვები გოგრა 30%

1. პარკოსანი ბალახების მწვანე მასა 80%
2. სტაფილო ფოჩით 20%

1. სიმინდის ტაროები ცვილისებრ სიმწიფეში 50%
2. სტაფილო ფოჩის გარეშე 30%
3. იონჯის ბალახსი ფქვილი 20%

1. პარკოსანი ბალახების მწვანე მასა 70%
2. ხილის გადამუშავების ნარჩენები 30%

ხარისხიანი რძე და კარგი წველა უშუალოდ უკავშირდება სილოსის ხარისხს. იმ სილოსის გამოყენება, რომელიც ტექნოლოგიის ყველა წესის დაცვით არ დაუმზადებით, ძალზე ურთულებს საქმეს რძის მწარმოებლებს.

• უხარისხო სილოსის გამო შეიძლება რძეს უსიამოვნო გემო დაჰყვეს;

• ცუდად დამზადებული სილოსი უგემურიცაა. მას პირუტყვი უხალისოდ ჭამს და სილოსის დამზადებაზე დახარჯული სახსრები წარმოებისათვის სახარალოა;

• უხარისხო სილოსმა შეიძლება კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს; ამით კი უარესდება პირუტყვის ჯანმრთელობა.

შეცდომები, რომელთა გამო სილოსის მასა უხარისხო გამოდის

1. ბალახი გვიან გათიბეს – დასილოსება გაძნელებულია იმის გამო, რომ მცენარის ღეროები გაუხეშებულია და მათში შაქრის შემცველობა შემცირებულია.

2. ბალახი დაბალზეა გათიბული – გაზრდილია მიწისა და ნაკელის შერევის საფრთხე. ამ დროს კი ცხიმოვანი მჟავას ბაქტერიები ვითარდება.

3. ნაკუწები დიდი ზომისაა – სიძნელეები იქმნება ჩადება-დაზეპვის დროს, ნაკუწის რეკომენდებული სიგრძე 2 სმ-ია.

4. ნედლეული მეტად გამომშრალია – ამიტომაც ძნელად ჩასაზეპია. ტრანშეაში დასილოსების დროს ოპტიმალური ტენიანობა დაახლოებით 60%—ა.

5. დასილოსებისას კონსერვანტების ნაკლებობა (ჭიანჭველის მჟავა, ძმრის მჟავა, პროპიონის მჟავა).

6. სილოსი ცუდადაა დაზეპილი. მწვანე მასაში ბევრია ჰაერი ჩარჩენილი, ამიტომაც ალაგ-ალაგ ჩახურებულია და ობიც მოჰკიდებია.

7. სილოსს ცუდად დააფარეს – მასაში ჰაერის შეჭრილი და ამის გამო სილოსის ზედა ფენა გაფუჭებული, უვარგისია.

8. სილოსის საცავი არაჰერმეტულია – შეიძლება მასას ობი მოედოს.

9. სილოსის საცავი ადრე გააღეს – სასილოსე მასა ხურს. დასილოსების პროცესი ჯერ არ დამთავრებულა.

10. სილოსის ამოღების დროს საფარი დიდ ზედაპირს მოაცილეს – სილოსი ჰაერის დიდი რაოდენობით შემოსვლის გამო ხურდება.

11. სათობს ბევრი სარეველა მორევია – მასის სასილოსედ ჩადება გაძნელებულია.

12. სასილოსე მასის დამზადებისას მოთიბულმა მასამ ბევრი სითბო შთანთქა და შაქრის რაოდენობამ დაიკლო.

13. მცენარეული მასა ნოტიოა, ნედლდული ავდარში დამზადდა, ამის გამო იგი ზედმეტად ტენიანია.

tbilis.blogspot.com
agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
326 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
5334 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB