საშემოდგომო ქერი – მოყავთ როგორც საფურაჟედ ასევე საბურღულედ. მოსავლიანობით საშემოდგომო ქერი მისი მოყვანის რეგიონებში მნიშვნელოვნად აღემატება საგაზაფხულო ქერს.
ეს იმით აიხსენება, რომ საშემოდგომო ქერი შემოდგომაზე მოსულ ნალექებთან ერთად ამომწურავად ითვისებს ზამთარ-გაზაფხულის ნალექებსაც. ბარტყობაც უფრო ძლიერია ვიდრე საგაზაფხულოსი, საშემოდგომო ქერი ძირითადათ ითესება ქართლისა და კახეთის რაიონებში.
საშემოდგომო ქერი უფრო ნაკლებ ზამთარგამძლეა ვიდრე საშემოდგომო ხორბალი და საშემოდგომო ჭვავი. მისთვის საშიშია 12 გრადუსზე დიდი ყინვები.
საშემოდგომო ქერის იაროვიზაციის მაქსიმალური ხანგრძლივობა 35-45 დღეა. მისი სავეგეტაციო პერიოდი 15-18 დღით უფრო მოკლეა ვიდრე საგაზაფხულოსი და 8-10 დღით უფრო ადრე შემოდის ვიდრე საშემოდგომო ხორბალი.
საშემოდგომო ქერი შეიძლება დაითესოს სხვადასხვა წინამორბედის შემდეგ. მისთვის თესლბრუნვაში ყველაზე კარგი ადგილია სუფთა დაკავებული ანეულები. საწარმოო პირობებში იგი უფრო ხშირად ითესება სიმინდის, მზესუმზირისა და სამარცვლე პარკოსნების შემდეგ.
საშემოდგომო ქერი უფრო ადრე ათავისუფლებს ფართობს და მის შემდეგ შეიძლება მეორე მოსავლის მიღება ისეთი კულტურების როგორიცაა: სიმინდი, სუდანურა, წიწიბურა, ლობიო და სხვა. მოსავლიანობით საშემოდგომო ქერი სჯობია საგაზაფხულოს.
განოყიერება
საშემოდგომო ქერი მოითხოვნას უყენებს სამ ძირითად საკვებ ელემენტს. კარგ შედეგს იძლევა თესვის წინ სუპერფოსფატის შეტანა. რაც ხელს უწყობს მცენარეთა უკეთ გამოწრთობასა და გადაზამთრებას, ააქტიურებს ფესვთა სისტემის ზრდას და აჩქარებს მომწიფებას.
აზოტის მეტი რაოდენობა ესაჭიროება ვეგეტატიური მასის ზრდისა და მარცვლის შევსების ფაზებში. მისი ნაკლებობა იწვევს მოსავლის შემცირებას და მარცვლის ხარისხის შესამჩნევ გაუარესებას. ნაკლები ცილის დაგროვებას.
კალიუმი აუმჯობესებს ზამთარგამძლეობას და დაავადებებისადმი გამძლეობას ამაგრებს ღეროს. ყველაზე მეტად იგი მოიხმარება აღერებისა და დათავთავების ფაზაში. აზოტი შეაქვთ თესვის წინ და გამოკვების სახით გაზაფხულზე 150 კგ/ჰა-ზე.
თესვის წინ ნიადაგში უნდა შევიტანოთ სუპერფოსფატი 200 250 კგ/ჰა-ზე და კალიუმი 70-100 კგ/ჰა-ზე. ამით შეიძლება საჰექტარო მოსავლიანობა გავადიდოთ 4 ცენტნერით.
ნიადაგის განოყიერებისათვის მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს მწვანე სასუქის – სიდერატის გამოყენება. სიდერატათ იყენებენ სამარცვლე პარკოსნებს – ბარდას, ცულისპირას, ცერცველას.
სიდერატები ქერისათვის უფრო მეტ ეფექტს მოგვცემს იმ შემთხვევაში თუ მას გამოვიყენებთ წინამორბედ კულტურის ქვეშ. მოსავალი გაიზრდება 30 %-ით. სიდერატის მინერალიზაცია ძირითადათ მიმდინარეობს მომდევნო წლის ივნის ივლისში. როდესაც ქერი დამწიფებულია.
ნიადაგის დამუშავება
ნიადაგის დამუშავება საშემოდგომო ქერისათვის იწყება ნაწვერალის აჩეჩვით, რომელსაც უნდა მოჰყვეს ხვნა სრულ სიღრმეზე (25-27სმ.) ზედ მიყოლებული დაფარცხვით გარდი-გარდმო მიმართულებით. თესვის წინ ტარდება კულტივაცია ჩათესვის სიღრმეზე.
თესვის ვადა
ადრეულად დათესილი საშემოდგომო ქერი ადვილად ზიანდება შვედური ბუზით და ზამთრის ყინვისაგან რადგან იგი მაღალ ტემპერატურაზე გაღივებულ აღმოცენებული, ნაკლებ ნაწრთობი შედის ზამთარში, აგრეთვე თუ თესვის შემდეგ მოსულ ნალექებს მოჰყვა თბილი პერიოდი იწყება გაძლიერებული ბარტყობა.
თოვლის ქეშ მოხვედრილი მწვანე ადვილათ ამოიხუთება. თუ თესვის ვადა დაგვიანებულია ამ შემთხვევაში გვიანდება თესლის გაღივება, აღმოცენება რასაც თან მოჰყება მავნებლებისაგან განადგურება, გვიან დათესილი ვერ ასწრებს დაბარტყებას, სუსტდება და ზამთრის განმავლობაში ადვილათ ზიანდება – ნათესი მეჩხერდება და მცირდება მოსავალი, ამიტომ უნდა დავიცვათ თესვის ვადები.
ქართლსა და კახეთში თესვის საუკეთესო ვადაა 5- 30 ოქტომბერი. მესხეთ-ჯავახეთში 20 აგვისტო. შუა ქართლში 15 სექტემბერი. იმერეთში ნოემბერი.
თესლი უნდა იყოს რეკომენდირებული ჯიშის და პასუხობდეს გათვალისწინებულ კონდიციას. ის უნდა შეიწამლოს გუდაფშუტის დაავადების საწინააღმდეგოდ და ფესვის სიდამპლესთან საბრძოლველათ. პრეპარატი-გრანოზანი 1,8-2,3% ფხვნილით.
თესვის წესი
საშემოდგომო ქერის თესვა ტარდება მწკრივებად. კარგ შედეგს იძლევა ვიწრო მწკრივებათ და ჯვარედინად თესვა. სათესლედ გამოყენებული უნდა იყოს მსხვილი მარცვალი. ამ შემთხვევაში მოსავალიც მეტია რადგან შესაძლებელია მისი ღრმა თესვაც და ბარტყობის ნასკვიც ღრმად ვითარდება, რის გამოც ზამთარ გამძლეობაც მეტი აქვს. სათსლე მასალას ჯიშური სიწმინდე უნდა ჰქონდეს 99 %. კარგი აღმოცენების უნარი 95 %. მაღალი სასოფლო სამეურნეო ვარგისიანობა. ასეთი თესლი მაღალ მოსავალს გვაძლევს.
თესლის ჩათესვის სიღრმე
ნიადაგის კონკრეტულ მდგომარეობაზე დამოკიდებულებით მერყეობს 4-6 სმ. გარგლებში. ჩათესვის სიღრმეს განსაზღვრავს მთელი რიგი პირობები. წვრილი თესლი უფრო ნაკლებ სიღრმეზე უნდა დაითესოს.
ტენით უზრუნველყოფილ ნიადაგებშიც ნაკლებ სიღრმეზე ითესება თესლი , ხოლო მშრალ ნიაგადებში პირიქით შედარებით ღრმად, რათა მცენარემ ნიადაგის სიღრმიდან გამოიყენოს ტენი. ასევე ღრმად ითესება თესლი ადგილებში, სადაც მკაცრი ზამთრია დამახასიათებული, რათა მცენარე მოსალოდნელი ყინვებისგან არ დაზიანდეს.
თესვის ნორმა
თესვის ნორმა დამოკიდებულია ნიადაგის ხარისხზე, კლიმატურ პირობებზე, რაც უფრო ხელსაყრელი კლიმატური პირობებია მით უფრო ნაკლები თესლია საჭირო და პირიქით. ხელსაყრელ პირობებში მცენარე აძლიერებს ვეგეტატიური ნაწილების ზრდას. თესლის დიდი რაოდენობით დათესვა არც ეკონომიურად იქნება გამართლებული და არც ტექნიკურად.
დიდი სათესი ნორმის გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს წვრილღეროიანობა, ამის გამო ჩაწოლა, სოკოვანი დაავადებების მძლავრი განვითარება. არახელსაყრელ პირობებში სათესლე ნორმა უნდა გავზარდოთ.
სათესლე ნორმა მერყეობს 4,5-5,0 მილიონი მარცვლის ფარგლებში. წონით რაოდენობით 220-240 კგ/ჰა-ზე. სათესლე ნორმა მერყეობს ვერტიკალური ზონალობისა და თესვის ვადაზე დამოკიდებულებით.
ნათესის მოვლა და მოსავლის აღება
წლის ოთხივე დროში მიმდინარეობს საშემოდგომო ქერის ზრდა განვითარება. ასეთ ხანგრძლივ პერიოდში საჭიროა მოვლა. სარწყავ რაიონებში ნაკვეთი უნდა დაიკვალოს. თუ ნალვეთი დასარევლიანებულია საჭიროა ჩატარდეს ქიმიური მეთოდით ბრძოლა, ჰერბიციდების გამოყენება, ეფექტური ღონისძიებაა დამატებითი გამოკვების ჩატარება NPK სასუქით.
შემოდგომაზე თუ ჯეჯილი ზედმიწევნით გაიზარდა აზოტოვანი სასუქი აღარაა საჭირო, მაღალმოსავლიანი ჩაწოლისადმი მიდრეკილების მქონე ჯიშებზე ჩაწოლის წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენება ქლორქლორინქლორიდი (ტური). ამ პრეპარატით ქერი მუშავდება ბარტყობისა და აღერების ფაზაში.
მოსავლის აღების პერიოდი ემთხვევა ჰაერის მაღალ ტემპერატურას. მოსავალი, რომ არ დაიკარგოს აღება უნდა მოხდეს პირაპირ კომბაინით, სრული სიმწიფის დასაწყისში. მარცვლის ტენიანობა უნდა იყოს 16-18 %.
ავტორები:
ოთარ ლიპარტელიანი სსმმ აკადემიის წევრ კორესპოდენტი, დარგობრივი და სახელმწიფო პრემისს ლაურიატი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, პროფესორი.
ზეინაბ სალარიძე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი.