შერეული თესვა — ბოსტნეული, მწვანილი — მეგობარი მცენარეები

10696 Views Comment Off

თუ კულტურებს რაციონალურად განვათავსებთ მიწის ნაკვეთზე, უფრო მეტი რაოდენობის სხვადასხვა ბოსტნეულის მოწევა შეიძლება ერთი კვადრატული მეტრიდან. ამისთვის მიზანშეწონილია შერეული და ინტენსიური დარგვა-დათესვა.

ამასთან, უნდა შეირჩეს ერთმანეთზე სხვადასხვა გავლენის მქონე კულტურები (ანუ არსებობენ მცენარეები რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან და პირიქით). ამისი ცოდნა მოგვცემს საშუალებას შევქმნათ სიმბიოზური თანაცხოვრება ჩვენს ნაკვეთზე.

მაგალითად ჩრდილის მოყვარულ კულტურების გვერდით და კულტურების რომლებსაც არ უყვართ ქარი — დაითესება უფრო მაღალი მცენარეები. ასეთი სახით შეიძლება შევქმნათ მიკროკლიმატი და დავიცვათ ნიადაგი გამოშრობისგან და გადახურებისგან.

ურთიერთ დახმარების სხვა ფორმა — ქიმიურია. ამ შემთხვევაში ზემოქმედება ხდება სხვადასხვა ნივთიერებების გამოყოფით მცენარის ფესვებიდან და ფოთლებიდან.

პარკოსანი კულტურების ფესვებთან ბინადრობენ აზოტის შემგროვებელი ბაქტერიები და შესაბამისად სხვა კულტურების ზრდას უწევენ სტიმულირებას.

ოხრახუში კარგია თითქმის ყველა კულტურის გარშემო დაითესოს. ხახვი და ნიორი იცავენ სხვადასხვა მწერებისგან…

ასევეა არომატული მცენარეები მაგალითად ზაფრანა, ბაზილიკი, პირნა, როზმარი… ასეთი სახით შერჩეული მცენარეები ურთიერთ დახმარებასთან ერთად ინტენსიურად ავსებენ ბაღს და იძლევიან მაღალ მოსავალს.

კულტურა

შესაძლო თანაცხოვრება

სასარგებლო ზემოქმედება

არასასურველი მეზობლობა

კარტოფილი

მინდვრის ლობიო, პარკოსნები, ისპანახი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, კოლრაბი, სალათი, სიმინდი, ბოლოკი, ქონდარი, პირშუშხა. პირშუშხა იცავს კარტოფილის ტკიპისგან. პარკოსნები ამდიდრებენ აზოტით და აშინებენ კოლორადოს ხოჭოს. მზესუმზირა, ჭარხალი, პომიდორი.

კომბოსტო
(სახეობები)

კარტოფილი, მინდვრის ლობიო, ნიახური, კამა, სალათი, ისპანახი, ვარდკაჭკაჭა, არომატული ბალახები: პიტნა, როზმარი; პრასი, ჭარხალი, კიტრი, მანგოლდი, კარტოფილი ნიახური იცავს მიწის რწყილისგან; კამა აფრთხობს ჩრჩილს და მატლებს, სალათი იცავს მიწის რწყილისგან; არომატული ბალახები კვერცხისმდებელი პეპლებისგან; პრასი აფრთხობს კომბოსტოს მატლს პომიდორი, ოხრახუში, ნიორი, ყურძენი არ იყოს ახლოს.

კიტრი

ლობიო, პარკოსნები, ნიახური, ჭარხალი, ბოლოკი, სალათი, კომბოსტო, ნიორი, ხახვი, მწვანე ხახვი, თალგამი, ისპანახი, ფენხელი, კამა. თალგამი იცავს მწერებისგან, აუმჯობესებს გემოს, აუმჯობესებს ნიადაგს პომიდორი

პომიდორი

ნიახური, ოხრახუში, სალათები, ისპანახი, მინდვრის ლობიო, ბოლოკი, თალგამი, ნიორი, სიმინდი, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, მწვანე ხახვი, არომატული ბალახები- პიტნა, მელისა, ბაზილიკი აუმჯობესებს ნაყოფის ხარისხს, აგრძელებს შენახვის ვადებს, აფრთხობს მავნებლებს კიტრი, კარტოფილი, კოლრაბი, ფენხელი, კამა

ბადრიჯანი

მინდვრის ლობიო, ხახვი, სალათი, ისპანახი აუმჯობესებს ნიადაგის ხარისხს, აფრთხობს კოლორადოს ხოჭოს ცუდად იტანს ნებისმიერ მეზობელ მცენარეს , ურჩევნია მარტოობა

ხახვი

სტაფილო, ჭარხალი, სალათი, ბოლოკი, კიტრი, ისპანახი, არომატუი ბალახები ხელს უწყობს ზრდას, სტაფილო აფრთხობს ხახვის ბუზს პარკოსნები, კომბოსტო

ნიორი

პომიდორი, ჭარხალი, სტაფილო, კიტრი, მარწყვი აფრთხობს მავნებლებს, აქვს ზოგადგამაჯანსაღებელი ეფექტი პარკოსნები, კომბოსტო

სტაფილო

ბარდა, ხახვი, პომიდორი, ნიორი, მწვანე ხახვი, ისპანახი, ბოლოკი, თალგამი, სალათი, მანგოლდი, ჭარხალი, არომატული ბალახები აფრთხობს სტაფილოს ბუზს, კამა

ჭარხალი

პომიდორი, მინდვრის ლობიო, ისპანახი, ხახვი, კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, სტაფილო, სალათი, კოლრაბი, ნიორი, კიტრი, ძირხვენიანი ნიახური ურთიერთ სტიმულირება, ჭარხლის ფესვი გამოყოფს ანტიბიოტიკურ ნივთიერებებს და აჯანსაღებს ნიადაგს და სხვა კულტურებს კარტოფილი, სიმინდი, მანგოლდი, მწვანე ხახვი

სალათი

პომიდორი, კიტრი, ლობიო, მწვანე ხახვი, ისპანახი, მარწყვი, ბარდა, კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, ხახვი ხახვი აფრთხობს ჩრჩილს, იქმნება მცენარისთვის სასარგებლო პირობები ჭარხალი, სტაფილო, ჩრდილის შემქმნელი მცენარეები

ლობიო

ბოლოკი, პომიდორი, ნიახური, სიმინდი, კიტრი, კარტოფილი, ჭარხალი, კომბოსტო, ისპანახი, სალათი, გოგრა ხახვი, ნიორი, პირშუშხა, ფენხელი

 

ასევე მნიშვნელოვანია თესვისას ქარის მიმართულებისა და მზის მდებარეობის გათვალისწინება მიწის ნაკვეთის მიმართ, ნიადაგის სტრუქტურა და სხვა.

ავტორი: ლევან მჭედლიშვილი; წყარო bio-blogi.blogspot.com
წარმატებებს გისურვებთ!

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB