კარტოფილის სათესლე მასალის წარმოების ტექნოლოგიური რუკა

1206 Views Comment Off

I. მიწის ნაკვეთის არჩევა, ნიადაგის მომზადება და განოყიერება 

მიწის ნაკევთის არჩევა

ნაკვეთი მოშორებული უნდა იყოს მაღალი ნაგებობებისგან, ხეებისაგან, სათბურებისაგან, არ უნდა იტბორებოდეს, სამხრეთით მცირედ დახრილი, კარგი აერაციით, სუსტ მჟავე (pH-5,5) არანაკლებ 25 სმ სახნავი ფენით. ნაყოფიერების შემდეგი მაჩვენებლებით: ჰუმუსი – არანაკლებ 2,5 %, ფოსფორ/კალიუმი – 20 მგ/100 მგ ნიადაგში.

ნიადაგის მომზადება

(შემოდგომა და გაზაფხული) ნიადაგის მოხვნა 25-30 სმ, გადამწვარი ნაკელის შეტანა 20-30 ტ/ჰა (გაზაფხული), ნახნავის გაფხვიერება როტაციული ფრეზით, მისი არქონის შემთხვევაში მშრალად დაფარცხვა „ზიგზაგით”, ხნულის გარდიგარდმო კულტივაცია, ბუდნებში სასუქების  შეტანა დოზებით N8-10, P24-26, K24-26.

ამონიუმის გვარჯილას შეტანა ნიადაგში მარტი-აპრილის პერიოდში დოზებით 250-300 კგ/ჰა.

II. სათესლე მასალის თესვისწინა დამუშავება

შესაბამისი ზომისა და წონის ტუბერების არჩევა (მარტი-აპრილი, სექტემბერ-ოქტომბერი). ძალიან წვრილი  (10-25 გ), წვრილი (26-45 გ), საშუალო (46-85 გ), მსხვილი  (86-125 გ), ძალიან მსხვილი (>125 გ).

ყოველი ჯიშისათვის ირჩევენ ტიპიურ ტუბერებს მავნებელ-დაავადებათა ნიშნების, მექანიკური დაზიანების და სხვა დეფექტების გარეშე ტუბერების გაღივება (აპრილი) 20-25 გრადუსი გახურება 7-8 დღის განმავლობაში. შეთვალული ტუბერები გახურებას არ საჭიროებენ.

ტუბერის გაღივება ხდება 10-12 გრადუსზე გაბნეულ შუქზე. დაუშვებელია პირდაპირი მზის სხივების ან მკვეთრი განათების ზემოქმედება ტუბერების გადარჩევა მავნებელ-დაავადებათა დაზიანების,  დეფექტების მიხედვით.

თესლის თესვისწინა დამუშავება კოლორადოს ხოჭოს საწინააღმდეგოდ შემდეგი პრეპარატებიდან ერთ-ერთით:
პრესტიჟი 1 ლ, სიდოპრიტი 250 გ, სელესტოპი 400 გრ. აღნიშნული პრეპარატების დოზები იხსნება 10-15 ლიტრ
წყალში და საკმარისია 1 ტონა სათესლე მასალის დასამუშავებლად.

III. დარგვა

ნიადაგის ტემპერატურა 8-10 გრადუსი 40-55 ათასი ბუჩქი/ჰა. 2 ტუბერი ბუდნაში კვების არე 70-75X30-35 სმ. მწკრივში მცენარეთა შორის დაშორება ძალიან წვრილი (10-25 გ) 10-12 სმ; წვრილი (26-45 გ) 20-23 სმ, საშუალო (46-85 გ) 30-32 სმ, მსხვილი (86-125 გ) 35-42 სმ, ძალიან მსხვილი (>125 გ) 40-50 სმ. ჩათესვის სიღრმე 8-12 სმ.

IV. კარტოფილის მავნებელ-დაავადებათა იდენტიფიკაცია-აღრიცხვა

სოკოვანი დაავადებების აღრიცხვა. (I-3-4 ფოთლის ფაზაში; II-ყვავილობისას; III-ტუბერის ჩამოყალიბებისას;
IV-კარტოფილის მიწისზედა ნაწილის ჭკნობისას) – საკველევი ფართობის დიაგონალზე მცენარეთა (20 მცენარე) ვიზუალური გამოკვლევა. ისინჯება მცენარეების 3 იარუსის ფოთლები, დაზიანება გამოისახება 4 ბალიანი სისტემით.

ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების აღრიცხვა. საკველევი ფართობის დიაგონალზე 20 მცენარის ვიზუალური გამოკველვა. ისინჯება მცენარეების 3 იარუსის ფოთლები დაავადებათა სრული გამორიცხვისათვის, აუცილებლია სერიოლოგიური და ინდიკატორული იდენტიფიკაცია.

შენახვის პირობებში კარტოფილის ტუბერზე სოკოვანი/ბაქტერიული დაავადების აღრიცხვა.
10 ტ კარტოფილის 10 სხვადასხვა ადგილიდან 200 ტუბერის გამოკვლევა. დაზიანების ხარისხი გამოისახება 4 ბალიანი სისტემით.

მავნებლების აღრიცხვა. მავნებელების დათვლა 8 ჰა-ზე სანიმუშოდ გაკეთებული 0,25 მ2 (50X50X25) ორმოებში;
კოლორადოს ხოჭოს მატლებისა და ზრდასრული ფორმების რაოდენობის აღრიცხვა ყოველ 1 ჰა ნაკვეთის საშუალოდ 50
მცენარეზე;აღრიცხვა ტარდება ყოველ 15 დღეში ერთხელ კლიმატური პირობების გათვალისწინებით;

ბუგრების აღრიცხვა. მცენარის სამი იარუსის ფოთლის ფირფიტის როგორც ქვედა, ასვე ზედა მხარეზე. აღრიცხვები ტარდება ვეგეტაციის პერიოდში ოთხჯერ.

სარეველების აღრიცხვა. ნათესებში არსებული სარეველების აღრიცხვა-შეგროვება; სახეობრივი შემადგენლობის დაზუსტება.

V. მცენრეთა დაცვა და მოვლა

დათესვიდან 8-10 დღეში მიწის შემოყრა 20-25 სმ სიმაღლეზე (რთული კლიმატური პირობების შემთხვევაში ეს
პროცედურა შეიძლება ჩატარდეს მცენარეთა ამოსვლის შემდეგაც). ჰერბიციდების შეტანა კარტოფილის ამოსვლამდე 1,2-1,5 კგ/ჰა-ზე „ზენკორი” ან „სარდონი” (ნაკვეთების ძლიერი დასარეველიანების შემთხვევაში კარტოფილის აღმოცენებამდე მიმართავენ ზენკორისა და ტოტალური ჰერბიციდების – „კლინი”, „ურაგანი” „გლიფოგანი” „ზერო” 4-5 ლ/ჰა-ზე კომბინაციას), ხოლო კულტურული მცენარეთა ამოსვლის შემდეგ 10-15 სმ სიმაღლისას „ზენკორის” ან „სარდონის’’ შესხურება 0,5 კგ/ჰა-ზე. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა 300-400 ლ/ჰა-ზე.

3-4 ჯერადი ფიტოწმენდა (ივნისი-ივლისი) მინდვრიდან დაავადებული მცენარეების და ტუბერების მოცილება.

თუ ნიადაგში აღმოჩენილი იქნება მავთულა ან ცრუ მავთულა ჭიები 0,5 ცალი 1 მ2-ზე, ნიადაგში გრანულირებული პრეპარატების შეტანა „მარშალი” (20-25 კგ/ჰა-ზე) ან დურსბანის (1-1,5 ლ/ჰა-ზე).

კარტოფილის ფესვგარეშე გამოკვება მიკროელემენტებით: ივნისში: N20P20K20, აგვისტოში: N13P0K45. 30 კგ/ჰა.

ვეგეტაციის პერიოდში მცენარის წამლობა ფუნგიციდებით 3-5 ჯერ „რიდომილ გოლდი” 0,5 % „შავიტი” 0,2 %,
ანტარკოლი 1,5 კგ/ჰა-ზე, ციხომ ბლუ 2,5 კგ/ჰა-ზე, რაპიდ გოლდ პლიუსი ან კადილაკი, 0,4%-ანი წყალხსნარი,
ხარჯვის ნორმა 300 ლ/ჰა, 2 კგ/ჰა, (წამლობებს შორის ინტერვალი 10-12 დღე.

წამლობა წყდება მოსავლის აღებამდე 25-30 დღით ადრე

VI. მოსავლის აღება

მოსავლის პირველი მონიტორინგი-ივნისის ბოლოს-თითოეული ჯიშის ნაკვეთის დიაგონალზე ითხრება 10 მცენარე. მცენარეზე 7-8 ან მეტი სასაქონლო ტუბერის არსებობის შემთხვევაში იწყება მწვანე მასის მოცილება.

მოსავლის აღების წინ მწვანე მასის მოცილება მწვანე მასა იჭრება და მინდორი მუშავდება, რომელიმე დესიკანტიტ (13-20 კგ მაგნიუმის ქლორატი ან 40 კგ ამონიუმის გავრჯილა გახსნილი 400 ლ წყალში, მიმართავნე აგრეთვე სპილენძის ქლორჟანგის 3 % ხსნარის გამოყენებასაც).

ტუბერის ამოღება – (მწვანე მასის მოცილებიდან 20-30 დღის შემდეგ) აღებული ტუბერები თავსდება შესაბამის
კონტეინერებში.

VII. მოსავლის აღებისშემდგომი დამუშავება და შენახვა

ტუბერების სამკურნალო პერიოდის გატარება (ამოთხრიდან 4-5 კვირა) ტემპერატურა 12-14 გრადუსი, ტენიანობა 90-95 %, დაშორება 15-20 სმ.

ტარისა და სანახების დეზინფექცია (ივლისი – აგვისტო) 2-3 % სპილენძის ქლორჟანგით.

სორტირება შესაბამის ზომისა და წონის ტუბერების არჩევა. ძალიან წვრილი (10-25 გ), წვრილი (26-45 გ), საშუალო (46-85 გ), მსხვილი (86-125 გ), ძალიან მსხვილი (>125 გ)

შენახვა (ოქტომბერ-აპრილი) 2-3-ზე, ყუთების დაშორება 20-25 სმ.

USAID-ის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა – NEO

იხილეთ აგრეთვე: კარტოფილის მოყვანა-მოვლის პრაქტიკული სახელმძღვანელო
კარტოფილის მოსავლის გაუმჯობესების აგროტექნიკური მეთოდები

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
274 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6027 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB