უკანასკნელ ხანს, ევროპული ქვეყნების კალმახის მწარმოებლებს მოუხდათ ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავება, რათა გაეზარდათ წარმოების მოცულობები. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა თევზის საკვებმა (ექსტრუდირება, საკვების ენერგეტიკული დონის ზრდა, ფოსფატების რაოდენობის შემცირება და ა.შ.). პარალელურად ხდებოდა ახალი საწარმოო ეკოლოგიური მეთოდების შემუშავება.
ეკონომიკის ამ სექტორის სხვადასხვა მონაწილე რამდენიმე წლის მანძილზე ერთობლივად მუშაობდა პროექტის – “ექსპერომენტალური ფერმის” შესამუშავებლად. თევზსაშენ მეურნეობებს გააჩნიათ წყლის გაწმენდის საკუთარი ცირკულირებადი სისტემა, რაც მაქსიმალურად ამცირებს წყლის მოხმარებას წყალმომარაგებიდან (5%-მდე).
ახალი წყლის 130 ლიტრი/წმ მოცულობის მიწოდების პირობებში შესაძლებელია 1000 ტონა კალმახის გამოზრდა. თევზის კვება ხდება ავტოსაკვებურების მეშვეობით, რომლებიც ივსება დღეში ერთხელ.
აერაციის თანამედროვე სისტემამ ხელი შეუწყო წყლის ჟანგბადით გაჯერებას 70-90%-მდე. აერაციასთან ერთად, საჰაერო დიფუზორები უზრუნველყოფენ წყლის მუდმივ დინებას სისტემაში.
აერაციისთვის გამოიყენება კომპრესორები 0,3 ბარის წნევით. ელექტროენერგიის შეფერხების დროს გათვალისწინებულია ჰაერის მიწოდებისა და ენერგომომარაგების ავარიული სისტემები.
წყლის მექანიკური გაწმენდა ხორციელდება ორი ხერხით:
100მკმ-ზე მეტი მსხვილი ნაწილაკების შეკრება – დასალექი კონუსებით
100მკმ-დან 75მკმ-მდე – დოლური მიკროფილტრებით
შეგროვებული ნალექი გადააქვთ სარწყავ მინვრებზე სასუქის სახით, ნიადაგის გასანოყიერებლად.
სისტემაში გათვალისწინებულია ცირკულირებდი წყლის ბიოლოგიური ფილტრაცია. წარმატებითაა გადაწყვეტილი გადაღვრილი წყლის გაწმენდის პრობლემა ნიტრეტებისა და ფოსფორისაგან.
სისტემის უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ნაგებობის მთელი კომპლექსის სწრაფი მონტაჟი. ფერმის აშენებასა და მის ექსპლოატაციაში გაშვება სჭირდება დაახლოებით 5 თვე.
ძირითადი უპირატესობები:
წყლის დაბალი მოხმარება
გარემოზე მცირე ზემოქმედება
სტაბილურობა და სისტემის პარამეტრების კონტროლი
შრომის ნაყოფიერების მაღალი დონე მექანიზირებული წარმოების ხარჯზე
წელიწადში 300 ტონა კალმახის მწარმოებელ ფერმას შეიძლება მომსახურეობა გაუწიოს ერთმა ადამიანმა.
მასალა მოგვაწოდა პორტალმა kalmaxi.ge