2025 წელს, უკრაინასა და ევროკავშირს შორის სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების სავაჭრო ბრუნვამ 15.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე, 17.2 მილიარდ დოლარზე, 9%-ით ნაკლებია.
ამის შესახებ ეროვნული სამეცნიერო ცენტრის „აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის“ დირექტორის მოადგილემ და უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა ნიკოლაი პუგაჩოვმა განაცხადა, იტყობინება სამეცნიერო ცენტრის პრესსამსახური.
მისი თქმით, უკრაინის ბალანსი დადებითი დარჩა, თუმცა 5.9 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
გასულ წელს, უკრაინის მთავარი ევროპელი პარტნიორები სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობაში იყვნენ: პოლონეთი, იტალია, ნიდერლანდები, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, რუმინეთი და ბელგია. ამ ქვეყნების წილი, უკრაინის ევროკავშირთან სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის დაახლოებით 80%-ს შეადგენს.
გასულ წელს უკრაინამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან დაახლოებით 4.914 მილიარდი დოლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შემოიტანა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 15%-ით მეტია.
უკრაინამ ყველაზე მეტი, 514 მილიონი დოლარი, ევროკავშირიდან ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელების იმპორტზე დახარჯა. სხვადასხვა საკვები პროდუქტი, ექსტრაქტები და კონცენტრატები 429 მილიონ დოლარად შეიძინა, ცხოველთა საკვების პროდუქტები, ჯართი და ნარჩენები – 397 მილიონ დოლარად, კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტები – 394 მილიონ დოლარად, ხოლო თამბაქოს ნაწარმი – 384 მილიონ დოლარად.
იმპორტის მნიშვნელოვანი წილი (6.6%) რძის პროდუქტებზე მოდის (წინა წელთან შედარებით 17%-ით ზრდა) და 324 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მეცნიერის ცნობით, ამ ჯგუფში დომინანტური პროდუქტი კვლავ ყველი გახდა, რომლის შესყიდვების ღირებულებამ 270 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
უკრაინის ბაზარზე მიწოდებული მარცვლეულის მზა პროდუქციის რირებულებამ 304 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საერთო ჯამში, ამ პროდუქტების ჯგუფებმა, ევროკავშირიდან სურსათის იმპორტის ღირებულების 56% შეადგინა.

