კორტნა ფრინველებში – გამომწვევი მიზეზები და ნიშნები

ფრინველი, კორტნა

კანიბალიზმი ანუ კორტნა გვხვდება უპირატესად მოზრდილ ქათმებში გაძლიერებული კვერცხდებისა და ბუმბულის ცვენის პერიოდში. აღწერილია კანიბალიზმის შეთხვევები 20-60 დღის ასაკის წიწილებში ღინღლის ბუმბულით შეცვლის პერიოდში.

კანიბალიზმის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვანაირია: ზედმეტი ცილოვანი კვება ან შიმშილი, ულუფის ხშირი მკვეთრი შეცვლა, კალიუმის და მიკროელემენტების (გოგირდის, კობალტის, მანგანუმის, იოდის) უკმარობა,  A და D ავიტამინოზები, სასმელი წყლის უკმარობა.

მეურნეობაში მასობრივი კორტნის ყველაზე უფრო უშუალო მიზეზად ითვლება კვერცხწარმომშობი ორგანოების დაავადებების (უნაჭუჭო კვერცხის წარმოქმნა, კვერცხსავალის ანთება და გამოვარდნა) გავრცელება და კლოაკის ანთება შარდმჟავა დიათეზის ნიადაგზე.

კანიბალიზმის განვითარებას ხელს უწყობს სივიწროვე, ტრავმები, თვალის ხანგრძლივი გაღიზიანება, პირდაპირი მზის სხივებით, კანზედა პარაზიტები.

რაც შეეხება სიმპტომებს, დასაწყისში გამოჩნდება ცალკეული ფრინველები, რომლებიც კენკავენ კვერცხის ნაჭუჭს, გამოვარდნილ კვერცხსავალის ნაწილებს, კლოაკის გარშემო კანის ანთებულ უბნებზე, ბუმბულის გაცვენის ადგილებს და სხვა. შემდეგ შეიძლება განვითარდეს მასობრივი კორტნა. ფრინველები კორტნიან ერთმანეთს, გლეჯენ და ჭამენ ბუმბულს, კორტნიან თვლაებს, მუცელს.

კანიბალიზმი როგორღაც გადადის ჩვევაში და მისი შეჩერება რიგ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ ფრინველის გამოწუნებით. ავადმყოფი ფრინველი ხდება, მკვეთრად მცირდება კვერცხმდებლობა და წონის მატება, აღინიშნება დიდი სიკვდილიანობა. ამ დაავადების დროს მამლები როგორც წესი არ კორტნიან დედლებს, თუმცა, თვითონ განიცდიან კორტნას.

მოზარდეული შეყვანილი დაავადებული ფრინველის შესავსებად პირველივე დღეებიდანვე განიცდის კორტნას. მკურნალობისას ყურადღბას აქცევენ ულუფაში ცილის ნორმების სისწორეს არ შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს ულუფა.

საჭიროა მუდმივად კმაყოფილდებოდეს ფრინველი ვიტამინურ-წვნიანი და მინერალური საკვებით. ურჩევენ ულუფაში შეტანილ იქნეს სტაფილო, კომბოსტო, სილოსი, თივის ფქვილი, ბალახი, კოპტონი.

კვერცხის დების პერიოდში პროფილაქტიკური მიზნით მოზრდილ ფრინველს აძლევენ 0,5 – 3 გ თაბაშირს, 0,2 – 0,3 გოგირდს, 2-10 მგ გოგირდმჟავა მანგანუმს ერთ ფრთაზე დღე-ღამეში, მეტიონინს (პროტვინის 0,01 – 0,02 პროცენტს).

პირდაპირი მზის სხივების ზრდადი მოქმედების პროფილაქტიკისათვის ზოგიერთ მეურნეობაში ფანჯრის მინებს ღებავენ ყვითლად, წითლად, მწვანედ ან აძლევენ სიმქრქალეს. თავისუფალ სეირანული შენახვის დროს კანიბალიზმი, როგორც წესი არ რეგისტრირდება.

დაავადების გაჩენის დროს, გარდა აღნიშნული ღონისძიებებისა, მიზანშეწონილია დაკორტნილ ადგილებზე წაესვას მადეზინფიცირებელი ნივთიერებები. სამკურნალო მოზარდეული უნდა გამოიზარდოს იზოლირებულად.

დაავადებული ფრინველი გადაყვანილ იქნეს თავისუფალ შენახვაზე, ყველაზე უფრო აგრესიული ფრინველი გამოწუნებულ იქნეს ხორცად.

ავტორი: ამირან კოჩალიძე

თქვენი რეკლამა