წყრომი – Eurasian scops-owl (Otus scops) კრწანისის ტყეპარკის გადამფრენი, მობუდარი ფრინველია.
წყრომი ბუების ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც სამხრეთში მიგრირებს და გამრავლების პერიოდში ისევ უკან ბრუნდება.
მისი სხეულის სიგრძე შეადგენს 19-21 სმ-ს, ფრთების შლილი კი 47-54 სმ-ია. მისთვის დამახასიათებელია სხეულის მოყავისფრო-რუხი შეფერილობა შავი ფერის ლაქებით, ყვითელი თვალები და ე.წ. „ყურები“ (წაგრძელებული ბუმბულის ორი კონა თავზე).
წყრომი ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროში ან შენობის ხვრელში, ზოგჯერ სხვა ფრინველის მიტოვებულ ბუდეშიც. მაისში დებს 3-5 კვერცხს. მისი საინკუბაციო პერიოდი 24 დღემდე გრძელდება. მართვეს გამოჩეკიდან 22-29 დღის შემდეგ შეუძლია ფრენა.
წყრომი იკვებება მწერებით, მცირე ზომის ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით. მისი ჰაბიტატი კი არის ტყეები, ტყეპარკები, ხეხილის ბაღები.
ველური ბუნების ეროვნული სააგენტო.