2024 წელს ფასების მატება იყო ცალკეულ პროდუქტებზე, მათ შორის კარტოფილზე (+12%), და ზეითუნის ზეთზე (+30%).
2024 წლის შეფასებით, ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (წარმოების) საშუალო ფასი 2023 წელთან შედარებით დაეცა 2%-ით, ხოლო მოხმარებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და მომსახურების საშუალო ფასი 6%-ით.
ევროსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასების ეს კლება მოდის 2021 და 2022 წლებში მკვეთრი ზრდისა და გასულ წელს ზომიერი ზრდის შემდეგ.
2024 წელს ფასების მნიშვნელოვანი რყევები იყო ცალკეულ პროდუქტებზე. მკვეთრი მატება დაფიქსირდა ზეითუნის ზეთზე (+30%), კარტოფილზე, მათ შორის სათესლზე (+12%) და ხილზე (+7%). მცირედი მატება დაფიქსირდა ასევე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე (+2%) და რძეზე (+1%). ამის საპირისპიროდ, კლება დაფიქსირდა მარცვლეულზე (-15%), კვერცხზე (-8%), ღორზე (-7%), ფრინველზე (-6%).
ზომიერად გაიზარდა ფასები თესლზე და სარგავ მასალაზე, ასევე გაზრდილია ვეტერინარული ხარჯები (+3%). გაძვირდა მცენარეთა დაცვის საშუალებები და პესტიციდებიც.
წყარო: EastFruit