ოჯახურ პირობებში პომიდვრის დასათესი მასალის აღება და შენახვა

1050 Views
ოჯახურ პირობებში პომიდვრის სათესლე მასალის ასაღებად და შესანახად საჭიროა:
1. სათესლედ შეარჩიეთ ჯანსაღი და მწიფე (არა გადამწიფებული) ნაყოფი;
2. 10-15 დღე (დამწიფების შესაბამისად) დააწყვეთ სინათლეზე (არა მზეზე);
3. გაჭერით ნაყოფი შუაზე და კოვზით ამოიღეთ რბილობი თესლებით;
4. მიღებული მასალა შეინახეთ თიხის, მინის ან ემალირებულ ჭურჭელში, რომელიც უნდა იდგას ჩრდილში, 18-20 გრადუს ტემპერატურაზე 3-4 დღის განმავლობაში (სანამ თესლი მოშორდება რბილობს), სისტემატურად მოურიეთ;
5. თესლი დაყარეთ (გაშალეთ) საცერზე და კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით;
6. უვარგისი თესლის გამორჩევა: 3% მარილხსნარში (30 გრ. მარილი + 1 ლიტრი წყალი) ჩაყარეთ თესლი, რომელიც არ ჩაიძირება (სტერილურია) მოაშორეთ;
7. მარილწყალში დარჩენილი (ჩაძირული) თესლი გარეცხეთ, გაშალეთ მარლაზე (ან გაზეთზე) და გააშრეთ ჰაერზე;
8. თესლი შეინახეთ ქაღალდის პარკში, აღნიშნეთ ჯიში და აღების წელი (პამიდვრის თესლის შენახვის ვადაა – 4 წელი).
იხილეთ ფოტო ალბომი
senaxvapotes_0202615515
senaxvapotes_0202615516
senaxvapotes_0202615517
senaxvapotes_0202615518
senaxvapotes_0202615519
senaxvapotes_0202615520
senaxvapotes_0202615521
“ელკანას” კონსულტანტი მებოსტნეობის დარგში ნუკრი მემარნიშვილი
21Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB