კულტურა – პომიდორი
დაავადების გამომწვევი – სოკო სეპტორია ლიკოპერსიკი.
გამოვლინება – სოკო ჩნდება ფოთლებზე, ხანდახან ყუნწებზე, ჯამის ფოთოლაკებზე და ნაყოფებზე. ჩნდება ლაქები, რომლებიც ფოთლების დეფორმაციასა და ჭკნობას იწვევენ. მცირდება მოსავალი.
განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები – ტემპერატურული რეჟიმი – 15 – 27° გრადუსი და ჰაერის ფარდობითი ტენიანობა – 77 – 79%.
პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები
დასაწყისშივე ჯანსაღი ჩითილები უნდა გადავრგათ. დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, გამოვიტანოთ მცენარის ნარჩენები და ჩავატაროთ წამლობები.
წამლობისთვის გამოვიყენოთ ფიტოკატენას 1%-იანი სამუშაო ნაზავი.
დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრს „ბიოაგრო“.
საიტი: http://bioagro.ge/