თხილი — ადგილის შერჩევიდან-მოსავლის აღებამდე

15696 Views Comment Off

თხილის კულტურის მნიშვნელობა

თხილს (corujlusl) კაკლოვანთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. თხილის გული მდიდარია ცხიმებით 60-70%, ცილებით 15-16%, მაკრო და მიკროელემენტებით. თხილის ზეთი ადვილი შესათვისებელია ადამიანის ორგანიზმის მიერ, გამოიყენება როგორც ნედლი, ისე მოხალული.

კალორიულობით თხილის გული ხორბალს აჭარბებს 2-3 ჯერ , ხორცს 3-4 ჯერ, რძეს 8-9 ჯერ. თხილის გული შეიცავს ლეციტინს, რომელიც ხელს უწყობს თავის ტვინის ნორმალურ მუშაობას, აჯანსაღებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, აუმჯობესებს მეხსიერებას; მდიდარია კალიუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის მარილებით.  თხილი საუკეთესო საშუალებაა იოდდეფიციტის შესავსებად.

თხილს აქვს ძლიერი და ამავე დროს ნიადაგის ზედა ფენებში ჰორიზონტალურად განლაგებული ფესვები, რითაც ამაგრებს და იცავს ნიადაგს ჩამორეცხვისგან და სხვა კულტურებისათვის გამოუყენებელ ფერდობ ადგილზე გაშენების შესაძლებლობას იძლევა.

თხილის ბიოლოგიური თავისებურებანი

თხილი მრავალწლოვანი მერქნიანი, ფოთოლმცვენი მცენარეა. ჯიშებისა და ადგილმდებარეობის მიხედვით იზრდება 2-დან 10 მეტრამდე, ცოცხლობს 60-80 წელს. ახალგაზრდა მცენარე ძლიერი ზრდით ხასიათდება, იძლევა უხვ ამონაყრებს, რომელიც მცენარის გამრავლების საუკეთესო და იაფი საშუალებაა. ამონაყრებს უხვად ინვითარებს: კუდრიავჩიკი, შველისყურა, გულშიშველა, საივანობო, ხოჯი და ნემსა.

თხილის ბაღების გასაშენებლად ადგილის შერჩევა

ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ თხილი ნიადაგისადმი დიდი შეგუებით ხასიათდება, იგი კარგად ხარობს როგორც მჟავე, ისე ნეიტრალურ და ტუტე ნიადაგებზე. მისთვის საუკეთესოა ჰუმუსით მდიდარი სტრუქტურული ნიადაგები და ვერ ეგუება ჭარბტენიან და ბიცობ ნიადაგებს. წყლისადმი საკმაოდ მომთხოვნია, იტანს სიმშრალესაც.

ნიადაგის პირველადი დამუშავება

ფერმერმა კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ თხილის სამრეწველო ბაღების გაშენებისას შერჩეული ნაკვეთების პირველადი დამუშავების მიზანია: ნიადაგში წყლისა და ჰაერის რეჟიმის გაუმჯობესება, ფესვთა სისტემის განვითარებისათვის გაუმტარი ფენის რღვევა-გაფხვიერება, ნიადაგის საკვები ნივთიერებით გამდიდრება და სარეველების მოსპობა.

ტყითა და ბუჩქებით დაფარული ადგილები იწმინდება და სუფთავდება.

ვაკე და მცირე დაქანების ფერდობებზე ტარდება ნიადაგის ძირითადი დამუშავება 40 სმ. სიღრმეზე, რომლის დროსაც ჰექტარზე 250 კგ. ფოსფორი და 200 კგ. კალიუმის სუფთა ელემენტი უნდა შევიტანოთ.

15-200 -ზე მეტი დაქანების ფერდობებზე ნიადაგის მთლიანი დამუშავება მიზანშეწონილი არ არის, არამედ, მცენარის დასარგავ ადგილებში უნდა ამოვიღოთ 0,8 მ დიამეტრისა და 0,4 მ სიღრმის ორმოები, რომელშიც შეიტანება სასუქები და მომზადდება დასარგავად. დიდი დაქანების ფერდობებზე რეკომენდებულია ტერასების მოწყობა.

ნაკვეთის დაგეგმვა

ნიადაგის შერჩევისა და წინასწარი მომზადების შემდეგ ეწყობა თხილის ბაღების დაგეგმვა. ბაღები შესაძლებელია გაშენდეს კვადრატულად, სწორკუთხოვნად ან ჭადრაკულად.

თხილის ნარგაობის გაადგილება შეიძლება მოხდეს შემდეგი სქემით:

  • 7×6 მ( 240 ბუჩქი/ჰა-ზე);
  • 7×4 მ(285 ბუჩქი);
  • 6×6 მ (278 ბუჩქი);
  • 6×4 მ (416 ბუჩქი);
  • 5×5 მ (400 ბუჩქი);
  • 4×4 მ (625 ბუჩქი).

ნერგების დასარგავად მომზადება და დარგვა

თხილის გამრავლების ყველაზე ადვილი ხერხი ბუჩქის დაყოფით და ფესვის ამონაყრებით გამრავლებაა.

მეტი ამონაყრები რომ მივიღოთ, საჭიროა ადრე გაზაფხულზე შერჩეული სადედე ბუჩქების ირგვლივ ჩატარდეს ნიადაგის 20 სმ სიღრმეზე გადაბარვა, რითაც ძლიერდება ამონაყრების წარმოქმნა. თხილის ქვეშ სასურველია ნიადაგი გავანოყიეროთ გადამწვარი ნაკელით, სასუქებით, რომ ახალგაზრდა ამონაყრებს შეექმნათ

უკეთესი პირობები განვითარებისათვის. გვალვიან პერიოდში ამონაყრები უნდა მოირწყას, გაიწმინდოს სარეველებისაგან. ამონაყრები ნოემბერში უნდა ამოვიღოთ ბარით, ფრთხილად, ფესვების დაზიანების გარეშე და დავახარისხოთ.

კარგად განვითარებული სტანდარტული ნერგები მუდმივ ადგილზე ირგვება, ხოლო უმრავლესობა სუსტი ნერგები უნდა გადავიტანოთ სპეციალურ სანერგეში მომდევნო წლისათვის.

თხილის ბაღის გაშენება უმჯობესია შემოდგომით (ოქტომბერ-ნოემბერი), თუმცა შეიძლება ადრე გაზაფხულზეც. მცენარეთა დასარგავად მონიშნულ ადგილზე იღებენ 40×40 სმ სიღრმის ორმოებს, ხოლო დაქანებულ ფერდობებზე, სადაც არ ჩატარებულა ნიადაგის მთლიანი დამუშავება, 80×50 სმ სიღრმის ორმოებს.

ორმოებში შეიტანება 8-10 კგ გადამწვარი ნაკელი, 150 გრ ფოსფორიანი და 100 გრ კალიუმიანი სასუქი. ყველა კომპონენტი კარგად აირევა მიწასთან ერთად და ორმო შეივსება, შემზადდება. დარგვის წინ ნერგები ფრთხილად გადაიტანება ნაკვეთზე. სასურველია, ნერგის ფესვები ამოევლოს წუნწუხში. ორმოში ირგვება 1, 2 ან 3 ნერგი.

ბაღის გაშენების დასასრულს, მებაღე ფერმერი ადგენს განაშენიანების პასპორტს, რომელშიც ასახული უნდა იქნას:

  • ნაკვეთის ადგილმდებარეობა;
  • ნიადაგის ტიპი;
  • ბაღის ჯიშური შედგენილობა;
  • გაშენების სიხშირე-გაადგილება;
  • გაშენების წელი.

მებაღე ვალდებულია ყოველწლიურად დააფიქსიროს ბაღში მიმდინარე პროცესები, რომლებიც უარყოფითად აისახება მცენარეთა პროდუქტიულობაზე (ყინვა, გვალვა, სეტყვა, ქარიშხალი და სხვა).

ახალგაზრდა ბაღების მოვლა

ფერმერმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს: თხილის ახალგაზრდა ბაღებში ნერგების მუდმივ მეთვალყურეობას, გასხლვას, კულტივაციას, თოხნას და ა.შ.

ახალგაზრდა ბაღში ყოველწლიურად შეაქვთ ორგანული სასუქი , ნაკელი, ტორფკომპოსტი, მინერალური სასუქებიდან: აზოტი 120კგ, ფოსფორი 90კგ და კალიუმი 60კგ ჰექტარზე.

დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს ბუჩქის ფესვის ყელიდან ამონაყრების ზედმეტი ტოტები უნდა გამოისხლას.

ვარჯის გასხვლა-ფორმირება

თხილის ბაღებში ნარგავების ფორმირებას უკვე მესამე წლიდან იწყებენ იმ მიზნით, რომ სრულმსხმოიარობაში შესვლისას ბუჩქში შტამების რაოდენობა, ლიდერი ტოტების სახით 8-10-ს არ აღემატებოდეს.

მაღალხარისხოვანი, რეგულარული მოსავლის მისაღებად, თხილის სამრეწველო ბაღში სხვლა-ფორმირების სამუშაოების ჩატარება მოიცავს სუსტი, დაკნინებული, დაავადებული და მექანიკურად დაზიანებული დედატოტების მოცილებას და ვარჯის გამოხშირვას; ამასთან ერთად, გადანაჭერი ადგილების დამუშავებას ბაღის მალამოთი ( 1წილი კანიფოლი, 2 წილი ფუტკრის ცვილი და 1 წილი ცხოველური ცხიმი).

მავნებელ-დაავადებები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები

ჩატარებული ფიტოსანიტარიული გამოკვლევებით, თხილის ფერმერულ მეურნეობებში აღნიშნულ იქნა შემდეგი ძირითადი მავნებელ-დაავადებანი: თხილის შავი ხარაბუზა, ამერიკული თეთრი პეპელა, ვაზის ლურჯი რწყილი, თხილის ცხვირგრძელა, მთვარისებრი მზომელა, თხილის ბუგრი, თხილის ყავისფერი სიდამპლე, თხილის ნაცრისფერი სიდამპლე და თხილის ნაცარი.

სრულმოსავლიან თხილნარებში მავნებელ- ავადმყოფობებთან ბრძოლა შესაძლებელია ჩატარდეს კომბინირებული ნაზავებით (ინსექტიციდი+ფუნგიციდი).

მავნებლების წინააღმდეგ გამოიყენება ბი-58(ახალი), ან ალპაკის, ან ვალსამბას, ან ბუდოკის, ან კალიფსოს 0,1%-იანი სამუშაო ხსნარი.

დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება სპილენძის ქლორჟანგის 0,4% ან ვალდსაქსილის სამუშაო ხსნარი. მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ კომბინირებული ნაზავებით პირველი

შესხურება ტარდება აპრილიდან ივლისამდე, მეორე შესხურება ივლისიდან, საჭიროების მიხედვით. ერთ ჰა-ზე საჭიროა 2000 ლ სამუშაო ხსნარი (გამასხურებელი უნდა იყოს წვრილწვეთოვანი).

გახსოვდეთ, რომ თხილის კულტურა მეტად მგრძნობიარეა ქიმიური პრეპარატების მიმართ. პრეპარატების არასწორმა შერჩევამ, კონცენტრაციის თვითნებურად გაზრდამ, შეიძლება გამოიწვიოს ფოთლების დაწვა, ზრდის შეჩერება, ნაყოფის დეფორმირებული განვითარება და ნაადრევი ცვენა.

თხილის ნაყოფის დამზადება და შენახვა

თხილის ნაყოფი დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ რეგიონებში ივნის-ივლისში იწყებს ტექნიკურ სიმწიფეს. ეს ის პერიოდია, როდესაც უხვ ნალექთან და ჰაერის მაღალ შეფარდებით ტენიანობასთან გვაქვს საქმე.

თხილის საკრეფად უნდა შევარჩიოთ მზიანი, მშრალი ამინდი, სასურველია თხილი მოკრეფიდან 1-2 დღეში გაირჩეს და გასაშრობად თხელ ფენად გაიფინოს. მზის პირდაპირი სხივები ხშირად იწვევს ნაყოფის გულის მოხალვას, ამიტომ გასაშრობად საჭიროა შეირჩეს ნახევრადდაჩრდილული ადგილები.

ზოგიერთი ფერმერი/გლეხი თხილის ნაყოფის დასამზადებლად მიმართავს ნაყოფის სრულ სიმწიფეში (აგვისტო- სექტემბერი) ბუჩქების მექანიკურ დაბერტყვას და ნიადაგის ზედაპირიდან ნაყოფის აკრეფას. ეს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაკვეთი დაცულია ცხოველებისა და მღრღნელებისგან; ასევე, რიგთაშორისები სუფთა და რელიეფი ვაკე ან 100-მდე დაქანებისა უნდა იყოს. სხვა შემთხვევებში უმჯობესია თხილი მოიკრიფოს, გაირჩეს და გაიფინოს გასაშრობად.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თხილის ნაყოფის დასაწყობებას. თხილს, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე თბილ და ნესტიან გარემოში ინახავენ, შესაძლებელია სოკო გაუჩნდეს. ობის სოკოს აღმოჩენა კი, შეუიარაღებელი თვალით სულაც არ არის ადვილი. თხილზე შესაძლოა წარმოიქმნას მავნე ნივთიერებები მიკროტოქსინების სახით, რომელიც ადამიანის ორგანიზმის სერიოზულ დაზიანებას იწვევს.

გახსოვდეთ! თხილის ნაყოფის სამომხმარებლო ვარგისიანობა და ხარისხზე ზრუნვა პლანტაციებიდან უნდა დავიწყოთ. კალენდარულ ვადებში სრულყოფილად ჩატარებული ყველა სახის აგროღონისძიება, ასევე კრეფის, შენახვისა და გაყიდვების მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების დაცვა საბოლოოდ განსაზღვრავს პროდუქციის მაღალ ხარისხს.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო
იხილეთ აგრეთვე: თხილი — დარგვა, მყნობა, გამრავლება — თხილის ბაღის გაშენება

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2381 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1450 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB