ჭრაქი მაყვლის სოკოვანი დაავადებაა. ჭრაქი თავდაპირველად ჩნდება ფოთლის ზედაპირზე ყვითელი ლაქების სახით, რასაც მოსდევს მოწითალო-ალისფრი გაუფერულება.
ხშირად დაინფიცირებული ქსოვილის ზრდა იზღუდება, რის გამოც დაზიანებები კუთხოვანი ფორმისაა. ეს ლაქები ჩნდება ფოთლის ქვედა მხარეს ღია ვარდისფერი ან ბაცი ყავისფერი უბნების სახით, რასაც ხშირად ახლავს მოთეთრო ფერის სპორების მასები.
ხელსაყრელი პირობების შენარჩუნებასა და დაავადების პროგრესირებასთან ერთად ეს დაზიანებები ფართოვდება, მოედება მთელ ფოთოლს და საბოლოოდ მთლიანად გაყავისფრდება.
ძლიერ დაავადებული ფოთლები შეიძლება მცენარეს მოწყდეს და ჩამოცვივდეს.
ჭრაქით დაზიანებული ყვავილებიდან ხშირად ვითარდება დეფორმირებული ნაყოფი. ჭრაქით ინვაზირებული ნაყოფი მწვანე სტადიაში ჭკნება და შრება.
დაავდებული მწიფე ნაყოფი უსიცოცხლოა, რასაც მოსდევს ჭკნობა და დესიკაცია. ჭრაქით დაზიანებული ნაყოფი ზოგჯერ ორად იხლიჩება.
დაავადება იზღუდება მეთოდებით, რომლებიც იწვევს დაუცველი ქსოვილის გარშემო ტენიანობის პერიოდების ხანგრძლივობის შემცირებას. მსხმოიარე ტოტების ირგვლივ ზედმეტი ფოთლების შეცლა და სარეველების მოცილება ხელს შეუწყობს მცენარეში ჰაერის ცირკულაციის გაუმჯობესებას და შეზღუდავს დაავადების ჩამოყალიბებას და გავრცელებას.
იხილეთ: მაყვალი – დარგვა, მოვლა, ბაღის გაშენება
დავადებასთან ბრძოლისთვის საჭიროა: მცენარეთა ოპტიმალური სიხშირის დაცვა; დაავადებული და ზედმეტი ფოთლების მოცილება, რომელიც ხელს შეუწყობს ჰაერაციის გაუმჯობესებას და შესაბამისად, დავადების ინტენსივობის შემცირებას.
წამლობა: საჭიროა ორჯერ შეწამვლა ფიტოკატენას 2%-იანი სამუშაო ნაზავით ან ბორდოს ნარევის 1%-იანი სამუშაო ხსნარით.
პირველი წამლობა უნდა ჩატარდეს ყვავილობამდე, მეორე – ყვავილობის შემდეგ.
მცენარეთა ბილოგიური დაცვის ცენტრი „ბიოაგრო“
პრეპარატების შესახებ და სხვა დამატებითი კითხვებისთვის ეწვიეთ (დაკლიკეთ) „ბიოაგროს“ საიტს. http://bioagro.ge/