მაყვალი — როგორ გავამრავლოთ მაყვალი, გასხვლა

19456 Views Comment Off

1. მაყვალი -ზოგადი აღწერა

მაყვალი — ( Rubus fruticosus) ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მეტწილად ხვიარა ბუჩქებია. აქვთ ეკლებით ან ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები. ნაყოფი კრებადია წითელი ან მოწითალო-მოშავო. მაყვალის 200-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

საქართველოში 37 სახეობა გვხვდება, აქედამ 27 საქართველოს ენდემური ჯიშია. 

მაყვლის ღერო და ფოთლები მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ნაყოფი — 4-8% შაქრებს, 0,6—1,4% მჟავებს, C ვიტამინს და კაროტინს. იყენებენ ნედლად, აკეთებენ მურაბას, ჯემს და სხვა ნაწარმს. მსოფლიოში ცნობილია კულტურული მაყვლის დაახლოებით 300-მდე ჯიში.

2. როგორ ამრავლებენ მაყვალს

ამართულღეროიანი მაყვლის ჯიშებს ამრავლებენ ფესვის ამონაყრით და ფესვის კალმით, იშვიათად გადაწიდვნით. ჰორიზონტალური გადაწიდვნით გამრავლება მოითხოვს დიდ შრომას და სახსრების მნიშვნელოვან დანახარჯებს, ამიტომ იგი გამოიყენება მხოლოდ ცალკეული ძვირფასი ჯიშების გასამრავლებლად.

ერთწლიანი ღეროების ზედა ნაწილის დაფესვიანება

გართხმულღეოროიანი მაყვლის ჯიშებს ამრავლებენ ერთწლიანი ღეროების ზედა ნაწილის დაფესვიანებით, ამას ასე აკეთებენ ივლისის მეორე ნახევარში ან აგვისტოს დამდეგს, მაყვლის ღეროს ზედა ნაწილს გადახრიან და ნიადაგში ჩაფლავენ 8-10 სმ-ის სიღრმეზე ვერტიკალურად. იხ. ნახ.

mayvlis_gam_nakh_001

თუ ნალექი საკმარისი არ მოვიდა, საჭიროა მორწყვა. კარგი მოვლის პირობებში ღეროს წვერი მალე დაფესვიანდება და მუდმივ ადგილზე შეიძლება იმავე შემოდგომით გადაირგას.

ჰორიზონტალური გადაწიდვნით ღეროს დაფესვიანება

ჰორიზონტალური გადაწიდვნით ღეროს დაფესვიანებით მაყვლის გამრავლების შემთხვევაში, მცენარის ერთწლიანი ამონაყარი მიწაზე გართხმულ მდგომარეობაში უნდა იყოს, რამოდენიმე ადგილზე უნდა დაიფაროს მიწით და ეს ადგილები უნდა იყოს მუდმივად დატენიანებული.

2-3 თვეში ამონაყარი დაფესვიანდება, შემდეგ მას აცილებენ ბუჩქს, ანაწილებენ დაფესვიანების რაოდენობის მიხედვით და გადრგავენ მუდმივ ადგილზე. იხ ნახ.

mayvlis_gam_nakh_002

 

მოყვარული მებაღე ზოგიერთ ძვირფას ჯიშს თესლითაც ამრავლებს.

3. სად და როგორ ნაკვეთზე შეიძლება მაყვლის გაშენება

მაყვლის კულტურული ჯიშები კარგად იზრდება და მსხმოიარობს გრილი ჰავით დაცულ ადგილებში, საქართველოში თითქმის ყველგან არის მაყვლის გაშენებისთვის შესაფერისი რაიონები და ცალკეული ნაკვეთები. ამ მიზნით ყველაზე მეტად გამოდგება მთისწინეთისა და მთის რაიონები ზღვის დონიდან დაახლოებით 1200 მ სიმაღლეზე.

ნიადაგი, სადაც pH-ის მაჩვენებელი მერყეობს 6.0-სა და 7.0-ს შორის.

მაყვალი მომთხოვნია ნიადაგის ტენიანობის მიმართ, ამიტომ იგი სარწყავ ნაკვეთებში უნდა გავაშენოთ.

მაყვლის გასაშენებლად უნდა გამოვყოთ ღრმანაყოფიერი ნიადაგები, მაყვალი კარგად ხარობს შავმიწა ნიადაგზეც, რომლის კარბონატული ფენა 1,2-1,3 მეტრით დაბლა გადის. ქვენიადაგი უნდა ატარებდეს ჰაერსა და წყალს. ძალზედ მძიმე თიხნარი ნიადაგები მაყვლის გამრავლებისთვის არ გამოდგება.

მაყვალი ირგვება 2-2,5 მეტრზე რიგებს შორის და 1,2-1,3 მეტრზე რიგში ბუჩქებს შორის, შედარებით მწირ ნიადაგებზე უფრო ახლოს.

4. რა მოთხოვნებს უყენებს მაყვალი ნიადაგის დამუშავებას

მაყვლის ნარგავების რიგთაშორისებში ნიადაგი ფხვიერი და სარეველებისათვის გაწმენდილი უნდა იყოს, ადრე გაზაფხულიდან-აგვისტოს ბოლომდე.

ნიადაგის ძირითადი დამუშავებაა საშემოდგომო ხვნა ოქტომბერში, რიგთაშორისების შუა ნაწილში 15-18 სმ და მცენარის ახლოს 10-12 სმ სიღრმეზე.

გაზაფხულიდან ნაყოფის დამწიფებამდე ტარდება ნიადაგის 2-3 ჯერ გაფხვიერება რიგთაშორისების შუა ნაწილში 8-10 სმ და მცენარის ახლოს 6-7 სმ სიღრმეზე.

ნიადაგის ძლიერი გამკვრივების შემთხვევაში, მოსავლის აღების შემდეგ მას მსუბუქად გადახნავენ და გაუკეთებენ კულტივაციას.

5. მაყვლის მორწყვა

თუ ნალექების წლიური ჯამი 1 კვ-მეტრზე 600-700 ლიტრს არ აღემატება, მაყვალი უნდა მოირწყას, ძლიერი და ხანგრძლივი გვალვის დროს ნაყოფი წვრილი რჩება, ზოგიერთი ხმება და დამწიფების წინ ცვივა.

მაყვლის მორწყვა ხდება კვლების მიხედვით, ვეგეტაციიდან მაყვლის კრეფის დამთავრებამდე ნარგავები 2-3 უნდა მოირწყას, ხოლო მოსავლის აღების შემდეგ თუ ხანგრძლივი გვალვა კიდევ ერთხელ.

6.როდის და როგორ გავსხლათ მაყვლის ბუჩქი

მაყვალს გამოაქვს ბევრი ამონაყარი, რომლების დედა ბუჩქს ართმევენ საკვებ ნივთიერებებს და უჩრდილავენ მზეს. ამიტომ მაყვალს სჭირდება გასხვლა. დარგვის მერე მაყვლის ამონაყარს გადავჭრით ნიადაგის ზედაპირიდან 25-30 სმ სიმაღლეზე.

მომდევნო წელს ამართულღეროიან ჯიშებს ვუტოვებთ 3-4 ახალ ერთწლიან ყლორტს ბუჩქზე, ხოლო გართხმულღეროიან ჯიშებს 5-7 ყლორტს.

ხარისხიანი ნაყოფის მისაღებად განტოტვას ვამოკლებთ 25-30 სმ-ით, თუ ყვავილი ბევრია 12-15 სმ-ით. იხ. ნახ.

mayvlis_gam_nakh_003

მოსავლის აღების შემდეგ იმ ტოტებს რომლებმაც მოსავალი მოგვცა ძირში გადავჭრით, ხოლო ახალ ამონაყარს საყრდენებზე ავაკავთ.

გართხმულღეროიანი მაყვლის ჯიშებისთვის უნდა გავაკეთოთ შპალერი.

mayvlis_gam_nakh_004

გისურვებთ წარმატებებს !

იხილეთ: მაყვალი  — როგორ შევარჩიოთ ნაკვეთი მაყვლის დასარგავად

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2323 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1273 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB