ვაშლი გადამუშავებითვის – ახალი საექსპორტო პროდუქტი ევროპისთვის

ვაშლი, ევროპა, გადამუშავებითვის

EastFruit-ის ანალიტიკოსების აზრით, 2023/24 სეზონში ბაზარზე აქამდე უცნობი, ახალი ტენდენცია გაჩნდა – ვაშლის ექსპორტი ვაშლის კონცენტრატის წარმოებისთვის.

ეს გამოწვეულია ვაშლის კონცენტრატის უპრეცედენტო მაღალი ფასებით მსოფლიოში.

დღესდღეობით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გადასამუშავებელი ვაშლის საშუალო შესყიდვის ფასი დაახლოებით 22-25 აშშ ცენტს შეადგენს კგ-ზე, რაც სამჯერ აღემატება ერთი წლით ადრე, ამავე დროს არსებულ ფასს, როდესაც, სხვათა შორის, ფასების ზრდის პროცესი დაიწყო.

სამრეწველო ვაშლის ფასები ევროკავშირის დიდ გადამამუშავებელ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრია და გერმანია, კიდევ უფრო მაღალია. დაბალი ხარისხის ვაშლზე ასეთ დონემდე გაძვირების წყალობით წარმოიშვა ახალი ფენომენი – ახალი სამრეწველო ვაშლის ექსპორტი!

მწარმოებლები და ექსპორტიორები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში აცხადებენ, რომ იზრდება ავსტრიული და გერმანელი გადამამუშავებლების მოთხოვნა სამრეწველო ვაშლის შეძენაზე. ამავდროულად, გადამამუშავებლებიც კი მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ტრანსპორტირებაში დასახმარებლად.

საინტერესოა, რომ სულ რაღაც ორი წლის წინ ვაშლის გადასამუშავებლად შესყიდვის ფასები იმდენად დაბალი იყო, რომ ადგილობრივ ქარხნებამდე ტრანსპორტირების ხარჯებს ძლივს ფარავდნენ. ამასთან, ასეთი ვაშლების ექსპორტზე მიწოდებაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. თუმცა, ამ დროისთვის შიდა ბაზარზე ფასებზე გავლენას ახდენს სამრეწველო ვაშლის მაღალი ფასიც.

დაბალფასიანი ვაშლის სეგმენტი, რომელიც ადრე საკმაოდ დიდი იყო, მკვეთრად შემცირდა 2023/24 სეზონში, რამაც ევროპაში ვაშლის დაბალ მოსავალთან ერთად, გამოიწვია ფასების მკვეთრი ზრდა როგორც საშუალო, ასევე მაღალი კლასის სეგმენტებში.

პოლონეთში, უკრაინასა და მოლდოვაში ვაშლის ფასები ახალი ვაშლის ბაზრისთვის წლის განმავლობაში გაიზარდა საშუალოდ 40-60%-ით და კვლავაც მაღალი რჩება, და თუ მოლდოვაში გადამამუშავებლებმა ვაშლის მიღება 2023 წლის შემოდგომაზე ნედლეულის დეფიციტის გამო შეაჩერეს, ახლა ისევ განაახლეს. აშკარაა, რომ ვაშლის სამრეწველო ფასები აგრძელებს ზრდას.

წყარო: EastFruit

იხილეთ აგრეთვე: ვაშლის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა