ვაშლის და მსხლის 300-ზე მეტი მწარმოებელი, გადამამუშავებელი და სავაჭრო კომპანია შეიკრიბა მთელი მსოფლიოდან, ჰამბურგში Prognosfruit-ზე დასასწრებად.
Prognosfruit არის ყოველწლიური, უმსხვილესი დარგობრივი კონფერენცია, რომელზეც ვაშლისა და მსხლის საერთაშორისო ასოციაცია (WAPA) აცხადებს პროგნოზს, ამ ხილის მოსავლის და საბაზრო ტენდეციების შესახებ, როგორც ევროკავშირში ისე მის ფარგლებს გარეთ.
WAPA-ს მონაცემებით, 2016 წელს ევროკავშირის ქვეყნებში ვაშლის წარმოება 3%-ით, ხოლო მსხლის 9%-ით დაეცემა, 2015 წელთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ თუ გამოვრიცხავთ მცირე ყინვებს ცენტრალური ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, კლიმატური პირობები მთლიანობაში, შესაბამისი იყო მაღალი ხარისხის მოსავლის მისაღებად.
სპეციალისტები თვლიან, რომ ამ სეზონზე მოთხოვნა-მიწოდება თანაბარზომიერი იქნება.
კონფერენცია წელს მეორმოცედ გაიმართა.