ბიომიქსი პრემიუმ კლასის ბიოლოგიურად აქტიური სასუქი

ბიომიქსი, ორგანული, სასუქი, ბიოაგრო, ბიო

მყარი ორგანულ – ბაქტერიული სასუქი „ბიომიქსი“ საქართველოში ორგანული სასუქებისა და ბიოლოგიური პრეპარატების მწარმოებელი კოპანიის, „ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის“ ახალი პროდუქტია.

სასუქი „ბიომიქსი“ უკვე გამოიცადა სხვადასხვა სასოფლო – სამეურნეო კულტურებში როგორც სპეციალისტების ისე ფერმერების მიერ.

ბიომიქსი მრავალკომპონენტიანი, მშრალი ორგანული სასუქია, რომელიც მზადდება სპეციალური ფორმულითა და ტექნოლოგით, 100% ბუნებრივი კომპონენტებისგან.

ბიომიქსის გამოყენება შეიძლება ყველა ტიპის ნიადგაში, ყველა კულტურის ქვეშ.

იგი მცენარისთვის საჭირო და აუცილებელი მიკრო და მაკროელემენტების კომპლექსს, ჰუმინისა და ფულვო მჟავებს, ფიტოალექსინებს, ვიტამინებსა და მცენარეთა დაცვის ელემენტებს შეიცავს, ამასთან ერთად სასუქი ტორფითაა გამდიდრებული.

სასუქის  შემადგენლობაში აგრეთვე შედის მიკროორგანიზმების ფართო სპექტრი, როგორიცაა – აზოტოფიქსირებადი, ფიტოსინთეთიკური ბაქტერიები, სოკო ტრიქოდერმა, ტორფი და აგრეთვე გარკვეული მიკროორგანიზმების კომპლექსი.

თავისუფლად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ბიომიქსი ერთადერთი სასუქია ქართულ ბაზარზე, რომელიც მიკორიზული სოკოების კომპლექსს შეიცავს. მიკორიზული სოკოები კი მცენარის ფესვთა სისტემის განვითარების ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ყველა მიკროორგანიზმი კომპანია „ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური ცენტრის“ მიერ არის გამოყოფილი და აპრობირებული.

ეს მიკროორგანიზმები ხელს უწყობენ ნიადაგის აგრეგატული მდგომარეობის გაუმჯობესებას და ზრდიან ნაყოფიერებას .

მოკლედ რომ ვთქვათ, ბიომიქსი:

• აუმჯობესებს ნიადაგის აგრეგატულ მდგომარეობას და ზრდისნაყოფიერებას;
• არის აქტიური ბიოსტიმულატორი;
• ხელსუწყობს ნიადაგში სასარგებლო მიკროფლორის განვითარებას;
• ახდენს მცენარეთა დაავადების პრევენციას;
• ზრდის მოსავლიანობას;
• არის  ხარისხიანი და სუფთა მოსავლის მოყვანის საშუალება;
• ყოველი მომდევნო წელი შედეგიანია წინა წელთან შედარებით;
• შედეგიანია როგორც ღია ასევე დახურული გრუნტის პირობებში;
• გამოიყენება ყვავილების, ჩითილების ნიადაგის მომზადების საყრდენ კომპონენტად.

ორგანული სასუქის „ბიომიქსის“ ხარჯვის ნორმები სასოფლო – სამეურნეო კულტურებში და დეკორატიულ მცენარეებში.

ბიომიქსი, ორგანული, სასუქი, ბიოაგრო, ბიო

შენიშვნა: სასუქის შეტანა შეიძლება როგორც ხელით ასევე მექანიზებული წესით, მშრალ ამინდში.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური ცენტრი“.

სასუქის შესაძენად, ფასისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით „ბიოაგროს“ გადადით (დაკლიკეთ) ბმულზე: http://bioagro.ge/contact

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან, ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.

თქვენი რეკლამა