თევზჭერის კომპანიებმა სალიცენზიო პირობები წარმოადგინეს

33 Views Comment Off

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და მომდევნო სალიცენზიო პერიოდთან დაკავშირებით, მათ პირობებს გაეცნო.

სამუშაო შეხვედრაზე მათ სალიცენზიო პირობები წარმოადგინეს: 3 წლის ვადაში კომბინირებული და საკონსერვო ქარხნის აშენება, მოპოვებული რესურსის მინიმუმ 70 %-ის ქვეყნის შიგნით გადამუშავება, კვოტის 12%-ის ტრადიციულ მეთევზეებზე გადაცემა, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და სხვა.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო მათ მიერ წარმოდგენილ პირობებს შესაბამის ექსპერტებთან ერთად განიხილავს, რის შემდეგაც ლიცენზიანტებს საბოლოო ვერსიას შესთავაზებს.

ამჟამად, საქართველოს საზღვაო სივრცეში 2006-2015 წლებზე მოქმედებს თვზჭერის ლიცენზიები, რომელთა საფუძველზეც 6 ქართული ლიცენზიანტი კომპანია (შპს „მბმ», შპს „ანჩოვი ექსპორტი», შპს „გეოფიშ კომპანი», შპს „აისბერგ 2″, შპს „პალიასტომი 2004″ და შპს „ზღვის პროდუქტები») ფლობს 7 სალიცენზიო პაკეტს და უფლებამოსილია შემოიყვანოს 20 თევზსაჭერი სეინერი.

თევზჭერას ასევე ახორციელებს 43 ქართული სეინერი, რომელთაც ლიცენზიის პირობით ლიცენზიანტები გამოუყოფენ 10%-ით სარგებლობის უფლებას საკუთარი კვოტის ფარგლებში.

ლიცენზიატებს ლიცენზიით სარგებლობის უფლება 2016 წელს ეწურებათ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1081 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1279 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB