სოფლის განვითარების სტრატეგია — საჯარო კონსულტაციები

126 Views Comment Off

სოფლის განვითარების სტრატეგიის შესახებ საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, გაფართოებული შეხვედრა ქუთაისის შემდეგ თბილისში გაიმართა.

შეხვედრის მთავარ თემას სოფლის განვითარების პოლიტიკის გარდა, ადგილობრივი ეკონომიკის გამოწვევების და საქართველოს სოფლის მოსახლეობის საჭიროებების განხილვა წარმოადგენდა.

ქუთაისსა და თბილისში გამართული შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდა) ორგანიზებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა.

თბილისში გამართული შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,სიდა“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, შომბი შარპმა გახსნეს.

როგორც შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე შემუშავებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და მის ფარგლებში, დარგის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო სოფლის მეურნეობის, არამედ ზოგადად სოფლის განვითარება. მისასალმებელია, რომ სოფლის განვითარების სტრატეგიის მიმართ საჯარო სექტორის მხრიდან დიდი ინტერესია და საჯარო კონსულტაციებში საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული.

,,ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საქართველოში შემუშავდეს სოფლის განვითარების პოლიტიკა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ერთადერთი დასაქმების სფერო და შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობა არ იყოს. შესაბამისად, სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულია ყველა ის სამინისტრო, რომელიც რეგიონებში გარკვეულ აქტივობებს ახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ უკვე ხელი მოეწერა ევროკავშირის პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზას, რომელიც მოიცავს სწორედ სოფლის განვითარების საკითხებს. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს საბიუჯეტო დახმარება, რომელიც გულისხმობს გარკვეული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას“, — აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდა), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში დახმარებისთვის.

საჯარო განხილვაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სოფლის განვითარების საკითხების ექსპერტები და კონსულტანტები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყველა იმ ძირითად სფეროს, რომელიც განაპირობებს სოფლის ეფექტიან და მდგრად განვითარებას. სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლად დასაქმებას, ბიზნესის განვითარებას, სხვადასხვა სერვისის განვითარებას, სოციალურ დახმარებას, გარემოსდაცვას და ბუნებრივი რესურსების მართვასა და მოქალაქეთა, განსაკუთრებით ახალგაზრდობისა და მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობას.

შეხვედრების მონაწილეებმა სოფლის განვითარების ევროკავშირში მიღებულ მოდელებზე ისაუბრეს და საქართველოს რეალობასთან მათ შესაბამისობაზე იმსჯელეს.

ქუთაისსა და თბილისში ჩატარებული კონსულტაციების შემდგომ, სტრატეგის პროექტის საბოლოო ვერსია შემუშავდება და რამდენიმე კვირაში საქართველოს მთავრობას წარედგინება.

საჯარო კონსულტაციები ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB