საკმეველა (საკმიელა) მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია.
წარმოშობა – გურია.
ფოთოლი საშუალო სიდიდის, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის. სამნაკვთიანი. ფირფიტის ზედაპირი ბურთულისებურია, ქვედა მხარეს ახასიათებს ხშირი შებუსვა.
მტევანი ცილინდრულ-კონუსური, არის უფორმო მტევნებიც. მტევნის ყუნწის მუხლიდან ახასიათებს განტოტვა. მტევანი საშუალო სიმკვრივისაა, იშვიათად თხელი. მარცვალი ღია მწვანე, მზის მხარეზე მოწითალო-ქარვისფერი. მომრგვალო, საშუალო სისქის კანი. წვნიანი, რბილობი საშუალო კონსისტენციის, სასიამოვნო გემოთი.
სრული სიმწიფე ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. სავეგეტაციო პერიოდი ხანგრძლივობა 185-190 დღე. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, საშუალო მოსავლიანი. მტევნის წონა 166-210გ.
სოკოვანი დაავადებების მიმართ ნაკლებად გამძლეა, განსაკუთრებით ნაცრის მიმართ.
ჯიში პერსპექტიულია აღმოსავლეთ და დასავლეთ გურიის მთისწინა მევენახეობის რაიონებისათვის. ყურძნის წვენის შაქრიანობა 19.0-20.7%; საერთო მჟავიანობა 7.3-9.8გ/ლ; ყურძნის წვენის pH 3.49.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.
საკმეველა – სინ.: საკმიელა, საკმელა, საკმელაი. გურული წარმოშობის ვაზის ჯიშია. ფილოქსერას გამოჩენამდე, ჯიში მაღლარის ფორმით მთელს გურიაში იყო გავრცელებული. /ვაზის ქართული ჯიშების ცნობარი/