საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა

70 Views Comment Off

ტექნოლოგიური პარკის ტერიტორიაზე განლაგებულია სასწავლო ცენტრები და ლაბორატორიები, საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები და შოუ-რუმები, მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია და co-working ცენტრი.

ტექნოპარკის მშენებლობა 2015 წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ღირებულება 5 მილიონი ლარს შეადგენს. სივრცე აღჭურვილია უახლესი ლაბორატორიული დანადგარებით.

ტექნოლოგიური პარკი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ერთად გახსნეს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული პროექტი სახელმწიფოს მხრიდან ქვეყნის მომავალში ჩადებულ მნიშვნელოვან ინვესტიციად შეაფასა.

«ამ სივრცეში წარმოდგენილია წამყვანი საერთაშორისო წარმომადგენლობების მიერ დამზადებული აუცილებელი დანადგარები და მათი ნუსხა კიდევ უფრო გაფართოვდება. ისინი საშუალებას იძლევა, რომ ახალგაზრდა გამომგონებლებმა მოახდინონ საკუთარი გამოგონებების პროტოტიპიზაცია, ანუ საცდელი ეგზემპლარების ამ სივრცეში გამოშვება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცენტრი სამეცნიერო მიმართულებასთან თანამშრომლობის კუთხით და არ შემიძლია არ გამოვხატო აღტაცება უკვე შექმნილი იმ პროტოტიპებით, რომლებიც დღეს ვიხილე, სადაც ჩვენი ახალგაზრდები, პირდაპირ შეიძლება ითქვას, სასწაულებს აკეთებენ» — აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ოქროყანაში, 10063 კვ.მ. ტერიტორიაზე გაშენებული ტექნოპარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებას, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB