საგრანტო პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო!

1451 Views

პროგრამის შესახებ

საქართველოს მთავრობის ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შემუშავდა ახალი საგრანტო პროგრამა ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“.

პროგრამა ითვალისწინებს გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები)) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის, აგრეთვე თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას.

პროგრამის პირობები

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი,

აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ლეგიტიმურად ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში.

ასევე 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე;

დაფინანსების მაქსიმალური თანხები

7 000 ლარამდე  ერთ ბენეფიციარზე, რომელიც უნდა ცხოვრობდეს / საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

15 000 ლარამდე  ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ორი ბენეფიციარისგან, მათ შორის ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს / საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

20 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება სამი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს   / საქმიანობდეს  საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;

35 000 ლარამდე  ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ოთხი ან მეტი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს   / საქმიანობდეს  საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;

შერჩევის ეტაპები

შერჩევის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირები ავსებენ და არეგისტრირებენ ელექტრონულ ბიზნესგეგმას და შევსებული დოკუმენტი იგზავნება ელ. ფოსტის მისამართზე (grant@enterprise.gov.ge); განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ქართულ და აფხაზურ ენაზე.

პროგრამის მეორე ეტაპზე, სააგენტოს მიერ ხდება ბიზნესგეგმების შეფასება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით;

შერჩევის მესამე ეტაპზე, შერჩეული პოტენციური ბენეფიციარების სია წარედგინება კომისიას, რათა გამოავლინოს საბოლოო გამარჯვებულები;

დასაფინანსებელი მიმართულებები

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ნებისმიერი სახის წარმოება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

რეგისტრაციისა და დამატებითი კითხვებისთვის გადადით (დაკლიკეთ) ბმულზე: „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“

292Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრომარკეტი
აგროკავკასია FB