ფინეთში შვრიისა და ლობიოსგან ხორცი შექმნეს

136 Views

ფინეთში პროექტის Gold & Green Foods ფარგლებში, შვრიისა და ლობიოსგან ხორცის შემცვლელი პროდუქტი მიიღეეს.

პროექტის ავტორთა თქმით, ტექნოლოგიურ პროცესში ლობიო და შვრია ერთმანეთს ერევა, ცხელდება და შემდეგ ხდება პრესირება, შედეგად მიიღება ცილებით მდიდარი პროდუქტი, რომელიც ტექსტურით და გემოთი ძალიან ჰგავს ხორცს.

შვრია ძვირფას საკვები ღირებულების მქონე პროდუქტს წარმოადგენს, რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ცხიმებს, ცილებს და ვიტამინებს, ლობიო კი მდიდარია ნახშირწყლებით, შესაბამისად ეს ორი ინგრედიენტი კარგად ავსებს ერთმანეთს.

„შვრიის ხორცი“ ისევე როგორც მისი ბუნებრივი ანალოგი, მრავალ კერძში გამოიყენება, მისგან ამზადებენ ბუტერბროდებსაც.

shvriis_khorci_4444033333751111175

მომავალში Gold & Green Foods-ის ავტორები, წარმოების გაფართოებას და საერთაშორისო ვეგეტარიანერულ ბაზარზე დამკვიდრებას გეგმავენ.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB