გუმოზი ანუ წებოს დენა — ციტრუსოვან მცენარეთა დაავადება

639 Views

ციტრუსოვან მცენარეთა ერთ-ერთი სერიოზული დაავადებაა გუმოზი. ჩვენში ბოლო ოცწლეულში ციტრუსოვანთა დაავადება თანდათან გაძლიერდა.

დაავადებაა ორი სახისაა:

ა) არაპარაზიტული გუმოზი

მას იწვევს მცენარის მექანიკური დაზიანება, ნიადაგის ჭარბტენიანობა, ტემპერატურის მკვეთრი რყევადობა, კვების რეჟიმის დარღვევა, მძიმე ნიადაგები და სხვა.

ბ) პარაზიტული გუმოზს

მას იწვევს პათოგენური სოკოვანი ორგანიზმები.

ამ დაავადების მკურნალობა ჩვენ შეგვიძლია გვიან შემოდგომაზე, ზამთრის თბილ დღეებში და ადრე გაზაფხულზეც, ოღონდ დარში.

გუმოზის სიმპტომები

ზრდასრულ მცენარეებზე ავადმყოფობა გამოვლინდება უმეტესად ფესვის ყელთან ან მთავარ ღეროზე. დასაწყისში კანზე შეიმჩნევა რბილი ამობურცული ადგილები, რომლებშიც დაგროვილია წებოსებრი სქელი მასა. შინაგანი წნევის შედეგად კანი სკდება და გამოედინება წებოსებური ნივთიერება, რომელიც პირველად უფერულია, ხოლო შემდეგ ქარვისფერი.

კანის წებოს გამოდინების შემდეგ განიცდის ნეკროზს და ადვილად ძვრება მერქანს. წებოს დენა ყოველთვის მცენარის აქტივობის დაწყების შემდეგ შეიმჩნევა, ძლიერდება აქტიური ვეგეტაციის პერიოდში და სუსტდება მცენარის შესვენების ფაზაში გადასვლის პერიოდისთვის.

გუმოზით დაავადების დროს კანის გარდა მერქანიც ზიანდება. ნეკროზირებული კანის აცლის დროს შეიმჩნევა მერქნის გამუქება, რომელიც მის სიღრმეში ვრცელდება. გუმოზის გავლენა მცენარის მიწისზედა ნაწილზე კარგა ხანს არ ვლინდება.

ეს შეიმჩნევა მხოლოდ მაშინ, როცა ნეკროზირებული ქერქი ღერის ირგვლივ შემორკალავს და შეწყდება დაღმავალი დენა. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ფოთლების თანდათანობითი გაყვითლება და ტურმორის დაკარგვა. ასეთი სიმპტომების გაჩენის შემდეგ მცენარე მალე ხმება.

გუმოზის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები

ავადმყოფობის ლოკალიზაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქირურგიული ოპერაციების გამოყენებას, რომელიც ძირითადად ჩატარებული უნდა იქნას გუმოზის გამოჩენის დროს ტოტებზე, მაგრამ როცა ავადმყოფობა გამოვლინდება ღეროზე, მაშინ უნდა ჩატარდეს დაავადებული ნაწილების ჩამოთლა საღი ნაწილების მიყოლებით, ხოლო გაწმენდილი ადგილები დამუშავდეს შაბიამნის ხსნარით და დაიფაროს ბაღის მალამოთი ან ზეთოვანი საღებავით.

გუმოზის წინააღმდეგ საჭიროა: შტამბისა და ტოტების დაავადებული კანისგან გასუფთავება, დაავადებული ტოტების გამოჭრა და გამოხშირვა. გაწმენდილი ჭრილობების დეზინფექცია 1%-იანი რკინის ძაღათი ან სპილენძის შაბიამნით და მათი დაფარვა ბაღის მალამოთი ან ზეთის საღებავით.

გუმოზის წინააღმდეგ კარგ შედეგს იძლევა მსხმოიარე მცენარეების (სამ-ოთხ წელს ზევით) შტამბისა და ტოტების შეთეთრება ზამთრისთვის, რისთვისაც საჭიროა: ათი წილი კირი, ათი წილი თიხის და ორი წილი რკინის ძაღათი ან სპილენძის შაბიამნის ნარევით დამზადებული ხსნარი. წინა დღით დამზადებულ ასეთ ხსნარს მეორე დღეს, კარგ ამინდში წავუსვამთ ციტრუსოვანთა შტამბს.

ავტორი: ლამზირი ბერაძე, www.gurianews.com

გაუზიარეთ მეგობრებს

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ორგანული (ბიო, ეკო) პროდუქტების ერთობლივი შესყიდვები
969 Views

ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, იზრდება ადგილობრივ ფერმერებთან პირდაპირი კავშირების საჭიროება. ხშირად მომხმარებელისთვის ძნელია ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა პროდუქტზე, გარდა ამისა სიძნელეს ქმნის რაოდენობაც. თუ მომხმარებელს, გარკვეული

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
154 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB