ბაღის მალამო – მომზადების რეცეპტები და გამოყენება

ბაღის, მალამო, რეცეპტი

ბაღის მალამო – წყალში უხსნადი წებოვანი ნივთიერებაა, რომელიც გამოიყენება მცენარის მექანიკურ დაზიანებაზე (ჭრილობაზე) წასასმელად.

ბაღის მალამო იცავს დაზიანებულ ადგილს მავნებლებისგან, პარაზიტებისგან, წვენის გამოდენისგან…

ხეხილოვან ბაღებში დაზიანებები ძირითადად შეიძლება გამოიწვიოს:

  • სტიქიური მოვლენებმა (სეტყვა, ძლიერი ქარები, ტემპერატური მკვეთრი ცვალებადობა და სხვა);
  • აგროტექნიკური სამუშაოებმა;
  • ტოტის მოტეხვამ;
  • გასხვლა;
  • ქერქის დაავადებებმა.

ბაღის მალამოს იყენებენ მყნობის დროსაც.

ბაღის მალამო დასამზადებლად გამოიყენება სხვადასხვა ნივთიერებები, შესაბამისად მალამოც სხვადასხვა სახის არსებობს, გთვაზობთ რამდენიმე რეცეპტს.

რეცეპტები:

1.  200 გრ. კანიფოლი, 400 გრ. ფუტკრის ყვითელი (თეთრი არა) ცვილი და 200 გრ. ცხვრის ქონი. შეფარდება: 1 წილი კანიფოლი, ორი წილი ცვილი, ერთი წილი ქონი.

მომზადების წესი: გავადნოთ ცალცალკე ჭურჭელში კანიფოლი და ცვილი, შემდეგ შევურიოთ ერთმანეთს. ამ მასას დავუმატოთ ქონი და წვრილი ჭავლით ჩავასხათ ცივ წყალში, გაციებული მასა ამოვიღოთ წყლიდან და შევკრათ გუნდებად.

2.  200 გრ. კანიფოლი, 400 გრ. ფუტკრის ყვითელი (თეთრი არა) ცვილი და 100 გრ. ღორის ქონი. შეფარდება: 1 წილი კანიფოლი, 2 წილი ცვილი, 0.5 წილი ქონი. მომზადების წესი იგივეა.

3. 1 კგ. შაბიამანი, 1 კგ. კირი (ჩამქრალი) და 1 ლიტრი კირხსნარი. შეფარდება: 1/1/1.

მომზადების წესი: 1 კგ. შაბიამანი, 1 კგ. კირი და 1 ლიტრი კირხსნარი მოვათავსოთ ჭურჭელში, კარგად ავურიოთ, მიიღება ფაფისებრი მასა, რომელიც მზადაა გამოსაყენებლად.

4. 320 გრ. ნაკელი, 160 გრ. ცარცი, 160 გრ. ხის ნაცარი, 20 გრ. მდინარის ქვიშა. შეფარდება: 16/8/8/1.

მომზადების წესი: 320 გრ. ნაკელი, 160 გრ. ცარცი, 160 გრ. ხის ნაცარი, 20 გრ. მდინარის ქვიშა მოვათავსოთ ჭურჭელში, კარგად ავურიოთ, მიღებული მასა, მზადაა გამოსაყენებლად. მალამო უნდა მოვამზადოთ ყოველ ჯერზე ახალი და გამოვიყენოთ მშრალი ამინდის დროს.

დღევანდელ დღეს, რა თქმა უნდა შესაძლებელია სამრეწველო „ბაღის მალამოს“ შეძენა, თუმცა ძველი რეცეპტები, მებაღეების მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგადაა მიღებული, ეკოლოგიურად უსაფრთხოა და ეფექტური.

თქვენი რეკლამა