ზეითუნის ზეთი-კანის საუკეთესო მკვებავი და სამკურნალო საშუალება

10758 Views Comment Off

ზეითუნის ზეთი არის კარგი საშულება კანისთვის, ამ მიზნით იგი გამოიყენება უძველესი დროიდან. ზეითუნის ზეთი გამოიყენება კოსმეტიკურ საშუალებებშიც. აღსანიშნავია, რომ კოსმეტიკურ საშუალებებს ხშირად ამზადებენ სახლში.

ზეითუნის ზეთის რამდენიმე სასარგებლო თვისება:

გაუფილტრავ ზეთს იყენებენ კოსმეტიკური მიზნებისათვის, რადგან გაუფილტრავი ზეთი უფრო ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. ზეითუნის ზეთი ძალიან ბევრ ბიოლოგიურ აქტიურ ნაერთებს შეიცავს, ამიტომაც ის ძალიან კარგად მოქმედებს კანზე.

მაღალი კონცრენტრაცია, რასაც შეიცავს ზეითუნი, მკვებავი ელემენტები, მჟავები და ვიტამინები მათ შორის E, სწორედ ეს ახდენს კანზე დადებით გავლენას.

ზეთი ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას,ზეთისხილის ზეთი მთლიანად ჰიპოალერგიულია. ზეითუნის ზეთის მიღების მრავალი ხერხი არსებობს. მაგ: თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ზეითუნის ზეთის აბაზანა,ან უბრალოდ ზეთი შეიზილოთ მთლიან ტანზე-კანი მიიღებს მოვლილ და გლუვ სახეს.

ზეითუნის ზეთი უფრო მეტად გამოყენება მშრალი და დამჭკნარი კანისთვის. ის ატენიანებს და ავსებს ფორებს.

ზეითუნის ზეთის გამოყენება კანისთის:

ზეითუნის ზეთი გამოყენება კანის გასაწმენდად. გავათბოთ ზეითუნის ზეთი, ან შევურიოთ ჩაის ხის ზეთთან ერთად. თბილი ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც რძე მაკიაჟის მოსაშორებლად. თუ თქვენ გაქვთ მშრალი კანი, შეგიძლიათ დაიტოვოთ ღამე და არ ჩამოიბანოთ.სხვა შემთხვევაში აუცილებელია ცივი წყლით ჩამობანვა ამ შემადგენლობის მოსაშორებლად.

არსებობს მშვენიერი რეცეპტი – ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. ეს პროდუქტი გამოიყენება ქუთუთოებისათვის. დაიდეთ ზეითუნის ზეთი 25 – 30 წუთი, შემდეგ კი მოიშორეთ ნარჩენები ბამბის საშუალებით.კანის დასარბილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიღაბი, რომელიც ასე მზადდება: ავიღოთ ერთი სუფრის კოვზი ხაჭო და შევურიოთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. სქელი ფენის ნარევი დაიდეთ სახეზე არაუმეტეს 20 წთსა, შემდეგ ჩამოიბანეთ. დაბერებული კანის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ჩაის კოვზი თაფლი.

მშრალი კანის შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ხილის, კენკრის,ბოსტნეულის და ზეითუნის ნარევი. ერთი სუფრის კოვზი ზეთი უნდა შევურიოთ ხილის ფაფაში და დავიდოთ სახეზე 15-20 წუთის განმავლობაში.მშრალი კანისთვის გამოყენება შემდეგი ხილი: ბანანი, ხურმა, ნესვი, შავი მოცხარი, მოცვი. ნორმალური კანისთვის გამოიყენება: ციტრუსები, ვაშლი, კივი და საზამთრო.

ზეითუნის ზეთის გამოყენების ფართო სპექტრი არსებობს.ის შეგვიძლია დავამატოთ კრემებში, ლოსიონებში,გავიწმინდოთ კანი და მივიღოთ აბაზანები.

თუ რომელ მეთოდს აირჩევთ ზეითუნის ხმარებისას, ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

georgianels.ge

გაუზიარეთ მეგობრებს
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
მებაღეობით გატაცებული ხელოვანის ფერმერული გზა
945 Views

კახეთში ვიყავით ზეთისხილის ნერგების სანახავად. ჩვენი ექსკურსიამძღოლი (დავარქვათ ასე) კახელი გახლდათ, ხელისგულივით ვიცნობ მთელ კახეთსო და ჩვენც დაკარგვის არ გვეშინოდა. თბილისიდან კახეთამდე დიდი გზა გვედო, ჰოდა საუბრისას აღმოვაჩინე, რომ კახეთში, ჩვენს გიდთან სტუმრობისას ოჯახის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
69 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB