ელექტრომობილი ენერგიის ერთგვარი წყაროც გახდება

376 Views

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Nissan-მა და იტალიურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ Enel-მა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ერთობლივი სისტემის შექმნის შესახებ, რომელიც ელექტრომობილების მფლობელებს საშუალებას მისცემს-ერთიანი ენერგოსისტემის მონაწილეები გახდნენ.

ჯერჯერობით ლაპარაკი მიდის ელექტრომობილზე Nissan Leaf.

აღნიშნულმა სისტემამ მიიღო დასახელება Vehicle-to-Grid (ავტომობილიდან ქსელში), მისი დახმარებით ელექტრომობილი, არა მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის დაიმუხტება ენერგიით, არამედ დააბრუნებს კიდეც ქსელში.

სქემის წარმატების სტრატეგია აგებულია ტარიფებზე. ავტომობილი მაქსიმალურად დაიმუხტება ჩვეულებრივ საათებში, როდესაც ელექტროენერგიის ღირებულება სადგურებზე მინიმალურია, ხოლო პიკის საათებში, როდესაც ენერგიის მოხმარება მაქსიმალურია-იგი დააბრუნებს ენერგიას.

არ ვიცით რამდენად გაამართლებს პროექტი, მაგრამ აქ მთვარია დამოკიდებულება, როდესაც კომპანიები ცდილობენ — ენერგეტიკული თვალსაზრისით სასარგებლო სისტემები შექმნან.

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2184 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB